ტესტი კეთილსინდისიერებაზე ხაბეიშვილის მხარდამჭერებისთვის“ – რას წერს კობა ხაბაზი

0
381
22 Views

ნაცმოძრაობის წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს:

„1. ტესტი კეთილსინდისიერებაზე ხაბეიშვილის მხარდამჭერებისთვის:
დახუჭეთ თვალი, წარმოიდგინეთ, რომ მელიამ გაიმარჯვა არჩევნებში, გააკეთა განცხადება, რომ მიშას გადაყვანაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებოდით და ახლა ვიწყებთ აქტიურობასო, ჩაატარა 200 კაციანი ყრილობა, რომელზეც პოლიტსაბჭოს ფორმირების წარმოუდგენლად არადემოკრატიული წესი დაადგინა, წარმოიდგინეთ, რომ რაიონებში ჩაატარა 20-50-100 კაციანი აქციები, ამ დროს ჩატარდა დიდი, მრავალრიცხოვანი აქცია, რომელზეც გამოვიდა მელია და ერთი სიტყვითაც არ ახსენა მიშა, მოტინგის ორ ძირითად მოთხოვნებში არ ფიგურირებს მიშას გათავისუფლება, წარმოიდგინეთ, რომ ამ დროს მიშა უმძიმეს მდგომარეობაშია და მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დანიშნა ერთი თვის შემდეგ, 9 აპრილს.
წარმოიდგინეთ?
ახლა იყავით მართალი და საკუთარ თავს უპასუხეთ გულწრფელად, როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია? შემთხვევით ასეთი ხომ არა?
1. ჩაიგდო მიშას პარტია ხელში და მიშას ნაღდ მხარდამჭერებს გვაგდებენ პარტიიდან და მიშას მოღალატეებით გაავსო პოლიტსაბჭო;
3. ერთი თვე მიშა მოიცდის? კვდება ხალხო მიშა, მელიამ მიშა სასიკვდილოდ გაწირა, ერთი თვის შემდეგ მიშა ცოცხალი აღარ იქნება.
4. ეგ აქციები რაიონებში შოუა, სირცხვილია ხალხო, ხედავთ პარტია სადამდე დაეცა?
5. ერთი სიტყვითაც არ ახსენა მიშა, მიშას ხსენება აკრძალული აქვს მელიას;
6. მიტინგი დაშალა მელიამ, გაურიგდა ივანიშვილს.
და როგორ იქნებოდა მელიას მხარდამჭერების პასუხები? მოდით იგივე ტესტი გაიარეთ მელიას მხარდამჭერებმა, როგორი იქნებოდა თქვენი პასუხები? შემთხვევით ასეთი ხომ არა!
1. შეეგუეთ წაგებას, ნუ ნერგავთ განხეთქილებას, ახლა ერთობაა საჭირო;
2.ჩასაფრებულის პოზიციაში არიან;
3. სასარგებლო იდიოტები არიან;
4. სასამართლოს ელოდებოდა, ხომ ხედავთ პროცესები გამოცოცხლდა.
5. მიტინგის მოთხოვნები ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობით იყო მიღებული
6. თუ პარტიას ეწინააღმდეგებით, ვინ გიშლით, გააკეთეთ ახალი პარტია;
7. აქციას მომზადება ჭირდება თუ გვინდა შედეგი დაიდოს…
გაიარეთ ტესტი?
ხომ არ გეცნობათ ტექსტები? ერთი და იგივე ხომ არ არის, ოღონდ შეტრიალებულად?
ახლა სანამ მოწონება-გაბრაზების სმაილს ან კომენტარს დაწერთ ღრმად ჩაისუნთქეთ და კარგად გაიაზრეთ რატომ დავწერე ეს პოსტი:
არც მოწონების სმაილი მაინტერესებს და არც არც ვინმეს ქება ან ლანძღვა, მინდა კარგად ჩავუღრმავდეთ პრობლემის არსს, იქნებ ვიპოვოთ ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი, იქნებ არასწორი გზით მივდივართ და ეს ყველაფერი შედეგია იმ მარტივი ჭეშმარიტების, რომ წარსულში ჩარჩენილები ვართ და თუ პარტიას არ გადავაწყობთ თანამედროვე ეპოქის სტანდარტებზე, დავრჩებით ამ მოჯადოებულ წრეში, ხოლო წრეში ჩაკეტილი ნებისმიერი ძალა ადრე თუ გვიან თავისი თავის ჭამას იწყებს!
P.S. 2016 წლამდე შემდგომში ევროპულ საქართველოდ წოდებულებს ეგონათ, რომ ჩასაფრებული ვიყავი, შემდეგ შეიძლება მელიას მხარდამჭერები იგივეს ფიქრობდნენ, ახლა ალბათ პარტიის ახალი მენეჯმენტი იგივეს ფიქრობს, არა და არავისზე ჩასაფრებული არ ვყოფილვარ, უბრალოდ მიყვარს ენმ, ეს ხომ მიშას სული და გულია, ეს ხომ ჩვენი პარტიაა, წარმოუდგენელი რეფორმებისა და ქვეყნის აღმშენებლობის პარტია და მინდა ის ძლიერი, სწორად ორგანიზებული, თანამედროვეობის შესატყვისი პარტია იყოს.
ეს ჩვენ გვჭირდება, ეს საქართველოს სჭირდება!“

Cesko