თუ რუსეთს არ სურს ტანკების მწყობრიდან გამოყვანა, შეუძლია, უკრაინიდან გაიყვანოს მებრძოლები – კირბი პუტინს

March 23, 11:40
0
182

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მუქარას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების გადაცემაზე შესაბამისი რეაქცია ექნებოდათ.

კირბი რუსეთს ურჩევს, უკრაინის ტერიტორიიდან საკუთარი მებრძოლები გაიყვანოს, თუ ეშინია, რომ ეს ჭურვები ბრძოლის ველზე ტანკებს გაუნადგურებს.

„ამ ტიპის საბრძოლო მასალა საკმაოდ გავრცელებულია და ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება. მე ვფიქრობ, აქ სინამდვილეში საქმე იმას ეხება, რომ რუსეთს უბრალოდ არ სურს, უკრაინამ გააგრძელოს მათი ტანკების მწყობრიდან გამოყვანა“, – განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე.

Cesko