საჰაერო განგაში მთელ უკრაინაში – ბელარუსიდან „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტების მატარებელი გამანადგურებლები აფრინდნენ

0
552
25 Views

უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

მონიტორინგის ჯგუფ „ბელარუსი გაიუნის“ ინფორმაციით, ბელარუსში განლაგებული რუსული ავიაგამანადგურებლები, რომლებიც „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტების მატარებლები არიან, ჰაერში აფრინდნენ.

„მიგ-31კ“-ის ტიპის თვითმფრინავები ბარანოვიჩისა და მაჩულიშის აეროდრომებიდან აფრინდნენ.

ცნობისთვის, „კინჟალის“ტიპის რაკეტები ახალი ჰიპერბგერითი იარაღის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს წარმოადგინა თავის გამოსვლაში, რომელშიც თქვა, რომ ისინი შეიძლება მისწვდნენ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილს და გვერდი აუარონ აშშ-ის ანტისარაკეტო ფარს.

Cesko