„უსინდისო მოღალატე ირაკლი კობახიძე უსინდისო მატყუარაა …” – მიშა მშვილდაძე

0
875
18 Views

იუმორისტი, ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში გზავნილს  აქვეყნებს.

ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„უსინდისო მოღალატე ირაკლი კობახიძე უსინდისო მატყუარაა და საზიზღრად სპეკულირებს საკუთარი შვილით – შაბათის ფორმულაში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნაჩვენები იყო კობახიძის სამსქხურებრივი მანქანით როგორ მიყავთ მისი შვილი პირად საქმეებზე – გვარამიას საქმესთან პარალელის გასავლებად, რომ ნიკა რისთვისაც დაიჭირეს, იმას კობახიძე ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს ახლაც – სიუჟეტში ბავშვი ჩანდა მხოლოდ ზურგიდან და კადრი იყო გაბლარული, ისე, რომ შეუძლებელი იყო ბავშვის იდენტიფიცირება, რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა!
ახლა კობახიძე არამზადა წერს, ბავშვს მიბულინგებენო და თვითონ (თვითონ!) აქვეყნებს იქვე თავისი შვილის ფოტოს – თვითონ ბიჭო, ეს არამზადა გარეწარი, ეს ბოროტი პიტალო – თვითონ დებს შვილის ფოტოს, რომ თავი შეგვაცოდოს, და სულ კიდია იდებტიფიცირება რომ ხდება და თან ამას აკეთებს ვითომ ბავშვის დასაცავად.
მე ამაზე მდაბალი ამბავი ქოცებისგანაც არ გამიგია“ , – წერს მშვილდაძე.

Cesko