24 Views
თამარ მეფის სახელობის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ახლახანს ღვაწლმოსილი პედაგოგი ეთერ გაბუნია გარდაიცვალა.
“თამარ მეფის სახელობის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სკოლის ყოფილი თანამშრომლის, ღვაწლმოსილი მასწავლებლის ქალბატონ ეთერ გაბუნიას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს!
ქალბატონი ეთერი ნახევარ საუკუნეზე მეტი დროის მანძილზე ემსახურებოდა სკოლის მოსწავლეთა სწავლა_აღზრდას, დიდია მისი წვლილი სკოლის განვითარების საქმეში. სასკოლო საზოგადოებისათვის დასანანია მისი გარდაცვალების ფაქტი!”