ახლა ვხედავ იმას, რაც აქამდე არ დამინახავს… – ლელა კაკულია

March 18, 17:00
0
335

“რუსეთი ვერ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს!!!” – ამ აღწერით ქვეყნედება წინასწარმჭვრეტელ ლელა კაკულიას “ფეისბუქი”-ს ოფიციალურ გვერდზე მცირე ამონარიდები გასული წლების წინასწარმეტყველებებიდან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“2014 წელი, 26 ნოემბერი

…დღეს უკვე ღიად ჩანს, რომ პუტინის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში არ არის საღი მარცვალი, რაც ასე სჭირდება თავად რუს ხალხს. პუტინს დიდი დარტყმა ელის.

მსოფლიოს ქვეყნები და კოსმოსი არ დაუშვებენ საქართველოს დანაწევრებას, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩამოჭრას. პუტინმა ბრძოლა უკვე წააგო.

მინდა გითხრათ, ჩემო ქართველებო, რომ სამყაროს მართავს კოსმოსი, ყველაფერი იქ წყდება და არა აქ, დედამიწაზე, და არა ადამიანების მიერ.

ისევ ვხედავ ამერიკულ სამხედრო გემებს შავ ზღვაზე. მათი გამოჩენა საქართველოს წყლებში წარსულში, ასე ვთქვათ, სულ სხვა ტაქტიკა იყო, ახლა კი სულ სხვა მიმართულებას ვხედავ. შავ ზღვაზე განლაგდებიან ნატო-ს სამხედრო გემები, რომელებიც საომარ მზადყოფნაში იქნებიან. აქ მხოლოდ ერთი ქვეყნის, მაგალითად, ამერიკის ხომალდებს არ ვხედავ. ეს რამდენიმე სახელმწიფოს გემებია. ეს უკვე არის საქართველოს სრული და აბსოლუტური დაცვა.

ვხედავ, ყირიმში უფრო ამართლებს პუტინის პოლიტიკა, საქართველოში კი ვერა.

არ მაინტერესებს პოლიტიკოსების, ეკონომისტების, ექსპერტების ანალიზები და დასკვნები. პირდაპირ ვხედავ, რომ რუსეთის ეკონომიკა ნულს ქვემოთაა ჩამოსული. ეს ვარდნა არ შეჩერდება, ვინაიდან ამერიკელები რუსეთისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ.

<…> კიდევ ვიმეორებ: რუსეთ-ჩინეთის ალიანსი არის ბლეფი. ეს ღიად გამოჩნდება. ომი რუსეთსა და ჩინეთს შორის ისევე გარდაუვალია, როგორც ომი რუსეთ-უკრაინას შორის! ეს იქნება ტერიტორიული ომი.

იაპონია ჯერ ოქროს შუალედს დაიკავებს, მერე კი ისიც ჩაერევა დავაში და მოითხოვს საკუთარი კუნძულების — კურილის კუნძულების დაბრუნებას. მისი ქმედებები შეთანხმებული იქნება აშშ-თან და ასევე ევროპასთან. სწორედ ამერიკიდან მიიღებენ მითითებებს.

ვხედავ დიდ ჭიდილს კულისებს მიღმა — პოლიტიკურ ჭიდილს. ამერიკელები უკან არ იხევენ, ევროპაში რაკეტებს დგამენ, რომლებიც პირითაა მიქცეული რუსეთისკენ.

რუსეთი ვერ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, იმიტომ, რომ ყველა დაუპირისპირდება, ისინიც კი, ვინც ჯერ კიდევ მის მხარეზეა. 

ვხედავ, რომ ამერიკა პირდაპირ ემუქრება დაბომბვით და ამერიკას ეს არ გაუჭირდება.

ახლა ვხედავ იმას, რაც აქამდე არ დამინახავს: კოსმოსში ვხედავ რამდენიმე ღილაკს. თითს დააჭერ და პირდაპირ ჩამოვა იარაღი. ეს კოსმოსური იარაღია და მისი მსგავსი რუსეთს არ გააჩნია.

რაკეტებზე ვხედავ ემბლემას — ერთთავიან არწივს, თეთრი თავით. ამერიკის გერბს ჰგავს. ჰოდა, ამერიკა დაასწრებს რუსეთს. ვხედავ, პირდაპირ ეუბნებიან პუტინს, დედას გიტირებთო.

ამას გარდა, რუსებს მუსლიმები შეუცვივდებიან ტრამალებში და სისხლის ტბებს დააყენებენ…

<…> ვხედავ, რუსეთი აზერბაიჯანსაც დაემუქრება, მაგრამ აზერბაიჯანი აუცილებლად დაუბრუნებს პასუხს თურქეთთან ერთად. თურქეთი ღიად დაუჭერს მხარს აზერბაიჯანს და რუსეთს ნოტასაც კი გაუგზავნის, რომ კავკასია თურქეთის საზღვარზეა და რუსებმა სჯობს, თვალყური ადევნონ საკუთარი შეიარაღებული ძალების გადაადგილებას.

„და მეზობელი საქართველოს მიმართ სამხედრო ხაზით მოძრაობასაც დაუკვირდით. აგრესიაზე ნურც იფიქრებთ! თუ იქნება ომი, ჩვენც ჩავერთვებით ომში“, — განაცხადებს თურქეთი.

ყველაფერი ეს კოსმოსიდან მოდის.

 2015 წელი, 7 ივლისი

რუსეთის პრეზიდენტს მომავალში, ვხედავ, მისი ვითომდა მეგობარი სახელმწიფოებიც აღარ ენდობიან — მთელი მსოფლიოს წამყვანი და არაწამყვანი ქვეყნები.

რუსეთის პრეზიდენტისთვის უკან დახევა ანდა რაიმეს დათმობა საერთოდ მიუღებელია. იგი თავს დიდ პოლიტიკაში ყველაზე ჭკვიან და დაუმარცხებელ ფიგურად მიიჩნევს, რაც ძალიან საშიშია. იგი კარგავს რეალურად შეფასების უნარს, ასე რომ, ყველაფერზეა წამსვლელი — ატომური ომის დაწყებაზეც კი…

ის ლაპარაკობს ერთს და აკეთებს მეორეს. მის დაპირებებსა და შეთანხმებებს ფასი არ აქვს. იგი იმ პოლიტიკას ატარებს, რაც მხოლოდ მისთვის არის მისაღები. ამით რუსეთის პრეზიდენტმა ნდობა დაკარგა და მთელი მსოფლიო – მეგობრებიც კი, დაიპირისპირა. მას აღარ ენდობიან. ეს კი რუსეთის სრული კოლაფსია!

ერთი, რაც რუსეთს გადაარჩენს, არის მთავრობის შეცვლა თავის პრეზიდენტთან ერთად და ეს ასეც მოხდება ახლო მომავალში.

პუტინს არ აუსრულდება ის გეგმები, რაც საქართველოს მიმართ აქვს. პირიქით, ყველა შავი ჩანაფიქრი რუსეთს მიუბრუნდება უკან და კოსმოსი საკუთარ სახლში მიაყენებს დარტყმას. ამინ!

 2017 წელი, 28 ოქტომბერი

<…> რუსეთი კუთხეშია მიმწყვდეული, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სანქციებმა დიდი დარტყმა მიაყენა და კიდევ გრძელდება ეს პროცესი. ამიტომ კრემლი ყველანაირად ცდილობს, თუკი შეძლებს, ავნოს ევროპასაც და ამერიკასაც, მაგრამ არაფერი გამოუვა.

ვხედავ, ახლა თვითონ რუსეთში დაიწყება გამოსვლები და ხალხი გარეთ გამოცვივდება.
ძალა, რომელიც სათავეში ჩაუდგება ქუჩაში გამოსულ რუს ხალხს, უკვე არსებობს, მაგრამ კოსმოსი ჯერ არ გამოაჩენს მას. ეს იმიტომ, რომ პრეზიდენტ პუტინის ქმედებები იმდენად არაადეკვატურია, რომ მას შეუძლია მომწამლველი გაზი კი არ გამოიყენოს, არამედ პირდაპირ ესროლოს ხალხს.

დიახ, ახლა ის ერთპიროვნული მმართველია. რუსეთში არ არსებობს ოპოზიცია, რომელსაც აქამდეც უნდა ემოქმედა და ძალა გამოეჩინა. იმიტომ რომ თავად არიან მთავრობასთან შეკრულები და წყნარად მიუყვებიან გზას, რომელიც რუსეთისთვის დამღუპველია.

<…> ვიმეორებ: დედამიწაზე რაც ხდება, ადამიანის ნებაზე არ არის დამოკიდებული. ყველაფერს წყვეტს კოსმოსი და ფრთხილად, ადამიანო, კოსმოსი არ გაპატიებს!

მინდა მივმართო ქართველ პოლიტიკოსებს, რუსეთში რომ დარბიან: ერთი სიკეთე დაასახელონ, რომელიც რუსეთს ან საქართველოსთვის, ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსთვის აქვს გაკეთებული — ერთი მაგალითი მოიყვანონ!

ჰოდა, საკუთარ ტერიტორიებს რომ შეედევებიან რუსეთს, მაშინ მიხვდებიან, რა არის მშობლიური მიწის დაყოფა და წართმევა.

ყველაფერს ვხედავ, რაც დედამიწაზე ხდება, ყველაფერს!!! და ზუსტად ისე ასრულდება ყოველივე, როგორც ვწინასწარმეტყველებ.

წარსულში არაერთხელ ვთქვი, მსოფლიო აირევა-მეთქი. ახლა სახელმწიფოთა სათავეებში ისეთი პრეზიდენტები არიან მოსულები, რომ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას არჩევენ დიპლომატიას, რაც ძალიან საშიშია.

თქვენ იცით, რომ ყველა წამში შეიძლება დაიწყოს დიდი ომი? მსოფლიო მზადაა, ყველანაირი იარაღი გამოიყენონ, რაც კი ოდესმე შეუქმნიათ: ბირთვულიც, ბაქტერიოლოგიურიც, ქიმიურიც და ა.შ.

ვხედავ, როგორც უნდა ეცადოს, რუსეთი თავის პოლიტიკას მაინც ვერ გაატარებს, ვერაფერს გახდება ვერც ამერიკასთან და ვერც ევროპასთან.

კრემლში ვხედავ დაგჯუფებას, რომელიც პუტინის წინააღმდეგ წავა და ეს იქნება დიდი მოულოდნელობა, დიდი დარტყმა მისთვის. ზუსტად ეს გუნდი მოთხრის რუსეთის პრეზიდენტს.

ეს გუნდი უცბად შეიქმნება, მოულოდნელად ჩამოყალიბდება, წარსულში მსგავსი არ ყოფილა. ამას განაპირობებს ის ჩავარდნები, რომლებიც რუსეთს ყველა მიმართულებით აქვს მისი პრეზიდენტის არასწორი პოლიტიკური ნაბიჯების გამო.

ეს უკვე მეტად საშიში ძალაა პუტინისთვის. აქედან დაიწყება დიდი გამოსვლები ქვეყანაში. ტელეარხები იტყვიან, რომ ეს ხუთ წუთში ჩამოყალიბებული ოპოზიციაა (пятиминутная оппозиция) სხვათაშორის, ვხედავ, რომ ამ გუნდის წევრები მართლა დემოკრატები არიან და სწორედ მათში ვხედავ რუსეთის გადარჩენას. ხალხი ელოდება სულ სხვას, მაგრამ ამ დროს სულ სხვა გზიდან მოდის ხსნა.

დიახ, ქართველი წინასწარმეტყველის სიტყვები ყოველთვის ზღაპარს ჰგავს, მაგრამ ისინი ყოველთვის სრულდება და ფრთხილად, ადამიანო, ნუ გვეთამაშები!

ვხედავ, კრემლში ამ ოპოზიციური გუნდის გამოჩენაში ამერიკაა ჩართული. დიახ, ამერიკა აფინანსებს ამ გუნდს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ძალა წამოქაჩოს.

<…> მე არაერთი წინასწარმეტყველება მაქვს იმაზე, რომ რუსეთში მუსლიმები მოაწყობენ არნახულ აფეთქებებს, ტერაქტებს, რომ ააფეთქებენ ხალხმრავალ ადგილებს, მეტროებს საკონცერტო დარბაზებს, სადგურებს, სავაჭრო ცენტრებს… ახლა რუსეთში უამრავი მუსლიმი ცხოვრობს. მოსაზრება, თითქოს მათ ისე მყარად აქვთ ფეხი მოკიდებული, რომ ლამის მეორე სამშობლოდ აღიარებენ რუსეთს და არაფერს დაუშავებენ ქვეყანასა და მის ხალხს, ძალიან მცდარია. პირიქით, კავკასიელი მუსლიმები — ჩეჩნები, ინგუშები და სხვანი, არასდროს შეეგუებიან რუსულ ჩექმას. ვხედავ, ნაბდების ქვეშ ხმლები აქვთ გადამალული. ყოველ წუთს მზად არიან, ომი წამოიწყონ რუსეთის წინააღმდეგ.

<…> ვხედავ, რომ დანგრეული დედამიწა ბორგავს და თითქოს სულს ღაფავს. მეც სუსტად ვგრძნობ თავს, მაგრამ უზარმაზარი, უკიდეგანო ენერგიით ვარ სავსე და ვხედავ, როგორ მივფოფხავ ნანგრევებში, როგორ მიკვალავს გზას კოსმოსი, რათა, ადამიანებო, მოგიტანოთ ახალი სიტყვა, რომელიც ახალი სიცოცხლის დასაწყისია დედამიწაზე!

ახალი სიტყვა, ანუ ახალი წინასწარმეტყველებები, რომლებიც, ადამიანო, სულს შთაგბერავს, ფეხზე დაგაყენებს, ახალ სიცოცხლეს გჩუქნის. ეს არის დასაწყისი დედამიწის გამთლიანებისა. ყველას თითქოს რაღაც ემართება, ყველა ნანგრევებში ჰყვება, მაგრამ ჩემი ხალხი და ჩემი საქართველო გადარჩება. ბოროტება უკან დაიხევს და სიკეთე გაიმარჯვებს.

ვინც დამიპირისპირდება, ის პასუხს აგებს კოსმოსის წინაშე.

ფრთხილად! არცერთ სიტყვას არ შეგარჩენთ კოსმოსი, ვინაიდან დღეს წყდება დედამიწის ყოფნა-არყოფნის საკითხი.

თუმცა ვხედავ, დედამიწა ისევ მწვანითაა შემოსილი; ვხედავ, დედამიწა ისევ მზის სხივებითაა განათებული; ვხედავ, ადამიანები როგორი იმედით შეჰყურებენ მომავალს;
და ვხედავ ჩემს საყვარელ ქართველებსა და საქართველოს გაბრწყინებულს!
(გაგრძელება იქნება)”

Cesko