დემურ გიორხელიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მივმართავ!

0
1461
21 Views

დემურ გიორხელიძე —
🙁
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
მივმართავ!
არანაირი ნიშნისმოგების, არანაირი უპატივცემულობის
ან პოლიტიკური ოპონირების პოზიციიდან!
მე ერთ-ერთი იმ კაცად მიმაჩნია თავი, ეს ქვეყანა რომ დიდად უღირს, მისი კულტურის წიაღში აღზრდილს, მომწონს ის, რაც წინაპრებიდან თუ აღზრდა-განათლებიდან მივიღე – ამ ქვეყნის გარეთ ვერსად ვიაზრებ თავს, და არც არასდროს დავტოვებ, მით უფრო ახლა, როცა ყველაფერი უდიდესი საფრთხის წინაშეა!
მე მარტივ რამეებზე დაფიქრებისთვის გწერთ, – უკვე მეორე ვადით ხართ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი…
ბოლო მოვლენებმა აჩვენა, საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა, დესტრუქციული პოლიტიკური ძალების ხელში მყოფი (ხელისუფლება-ოპოზიცია, არ იმსახურებს განსხვავებულ შეფასებებს!).
რაც მოხდა, ხელისუფლების მცდარი პოლიტიკის შედეგია!
პოლიტიკა კი უფსკრულია იმათთვის, ვინც შეცდომებს უშვებს!
კ ი თ ხ ვ ა მაქვს:
(ა)
მთავრობის ეს რა სტრუქტურები ააგეთ, რომელთა მთავარი საქმიანობა საბოტაჟია და ხელისუფლების დამხობა, – განსაკუთრებით ისეთი ამაზრზენი სამინისტრო, როგორიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, მისი ერთუჯრედიანი იმბეცილი მინისტრის ჩათვლით!
არ იცით, რომ სამინისტროს მთელი საშუალო და ზედა ეშელონი დღედაღამ ხელისუფლების ლანძღვაშია, გარე გავლენებს დამორჩილებული ეს თახსირი მარიონეტები საფუძველშივე ანადგურებენ საქართველოს მომავალს, განათლებას, მეცნიერებას!
(ბ)
არ იცით, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო მთლიანად წინა ხელისუფლების მონა-მორჩილი და იდეოლოგიურად გახრწნილი ხალხის ხელშია?
არ იცით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პარაზიტ უნივერსიტეტებში განათლების ნაცვლად დამპალი იდეოლოგიის კულტივირება და ახალგაზრდების ტოტალური მოტყუება ხდება?
ამას ემატება 2-3 კერძო ე.წ. “უნივერსიტეტი” – პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებული და…
შედეგი იხილეთ?!
“ევროპაში გვინდა” – ამ სიყალბის მოტივით რა მოხდა?!
ეს ახალგაზრდები აგებენ საქართველოს მომავალზე დღეს პასუხს?
მათ მოეკითხებათ დღეს გეოპოლიტიკის და უდიდესი საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების ცოდნა და სწორი ორიენტირება?
მათ იმედზე შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარება დღეს?!
არა!
პასუხი – ხელისუფლებას მოეთხოვება!
პასუხი იმ საშუალო და უფროსი თაობის გახრწნილ ადამიანებს მოეკითხებათ, რომლებიც იდეოლოგიური მარაზმის ტყვეობაში, უფრო კი საკუთარი გამორჩენის მიზნით, თითქოს “დასავლური ორიენტაციისანი” არიან!
“დასავლური ორიენტაციის” ვერასდროს იქნებიან აგრესიული ტოტალიტარისტები და იდეოლოგიით გონებადაჩლუნგებულები, – მაგრამ ეს მათი პრობლემაა!
ქვეყნის პრობლემად ისინი მაშინ იქცნენ, ხელისუფლებამ რომ დაიფარა, შეიფარა, დააფინანსა და ქვეყნის წინააღმდეგ მომართა!
(გ)
არ იცით, ხომ რა კლანური სისტემა ყალიბდება იმ თითქოს “მთავარ” სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ უვარგის უნივერსიტეტებში, კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტში?
არ იცით, რა ნათესაურ-კლანურ პრინციპებზე ინიშნებიან რექტორები? როგორ განაგებს დედა-ქალბატონი დემოკრატიის “შუქურისა” განათლების სისტემის ზედა ეშელონს?
მართლა არ იცით?!
ვერც ვერაფერი დაინახეთ?
(დ)
თქვენ რას ფიქრობთ, სპეცრაზმელები, პოლიციელები და ა.შ., რომლებიც საკუთარ სახელმწიფოში ემსახურებიან იმ საქმეს, რაც გარდაუვალად აუცილებელია, –
საქართველოს მოქალაქეები არ არიან?!
ღირსება არა აქვთ, რომ მთავრობის უპასუხისმგებლობის
გამო ვიღაც იდეოლოგიით დაბანგულმა და ყალბმა ადამიანებმა, მათ შორის, ახალგაზრდებმა შეურაცხყონ?!
ვის აქვს ამის ნება?!
რა სახელმწიფოს აშენებთ?
თუ არ აშენებთ, და მხოლოდ დიდხანს გნებავთ ხელისუფლებაში ყოფნა?!
ვერ გრძნობთ, რომ საქართველო სამოქალაქო ომისკენ
მიგყავთ?!
თქვენ გგონიათ ქართველები დაჩოქილები არიან 32-წლიანი დამცირების, გაღარიბების, შეურაცხყოფისა და ქვეყნიდან უხეშად განდევნის შემდეგ?!
არაფერი შეგეშალოთ!
საღ ქართველებს არ სჭირდებათ ვინმესგან ნებართვის აღება ამ საოცარი ქვეყნის გადასარჩენად და დასაცავად, –
ნუ მიიყვანთ ყველაფერს სამოქალაქო ომამდე!
შეასრულეთ ის, რაც კონსტიტუციითა და კანონებით არის განსაზღვრული და საკუთარი ქვეყნის და მისი ხალხის მომავლის უზრუნველყოფისთვის ელემენტარული პირობები შექმენით.
თავი დაანებეთ ერთი ადგილის უადგილო თამაშს, –
იფიქრეთ იმაზე, რომ ეს ქვეყანა თქვენიც არის!
ნუ გასწირავთ ყველაფერს!
————————————————————————–
————————————————————————–
————————————————————————–
დემურ გიორხელიძე –
ახლა მთავარია ქართველთა საღად გადარჩენილმა ნაწილმა გაითავისოს, რომ თუ ასე გაგრძელდა, ქართველები დაკარგავენ ამ ქვეყანას: ჯერ მათ გადაიყვანენ ეროვნულ უმცირესობაში, და მერე მოაწყობენ პროვოკაციას და რასაც ჩახოცავენ, ჩახოცავენ, რასაც არა – გაყრიან აქედან!
ომის დაწყება და საქართველოს დაშლა ერთი იქნება. მაგ პროვოკატორებმა იციან, რაც მოჰყვება ომობანას თამაშს. მაგრამ რაც ზედაპირზე ჩანს, – ისინი არაფერს წყვეტენ! მათ უკან დგანან სერიოზული საშიში ძალები.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში;
სოციალური ქსელი

 

Cesko