„მოკლედ ასეთი ამბავია“ – რას წერს დიტო სამხარაძე

0
259
30 Views

უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მოკლედ ასეთი ამბავია, დიმა ჩიქოვანი არის კეზერაშვილის ცოლის ძმა. კეზერაშვილი და მერაბიშვილი სხვა ტელევიზიებთან და ორგანიზაციებთან ერთად დიმა ჩიქოვანის ხელით აფინანსებენ ორგანიზაციას “ნაბიჯი”, რომელიც აქტიურად ყოფილა ჩართული ბოლო დღეების მოვლენებში და მიბარებული აქვთ სტუდენტების და ლექტორების ბულინგის მიმართულება.
როგორც მეუბნებიან, ამ ორგანიზაციაშია გაწევრიანებული ვინმე დათო ჩხობაძე, რომელიც დღეს აქტიურობდა ლექტორი ელიზბარ ელიზბარაშვილის (თუ სახელი არ მეშლება🙌) პროვოკაციის მოწყობაში და ამის შემდეგ მიცა ინტერვიუები ნაცების ტელევიზიებს, რისთვისაც ჩიქოვანმა დღესვე გადაურიცხა 1000 ლარი. ოღონდ თან აგინებდა ამ ორგანიზაციის სტუდენტებს, მაგათი თითო განცხადება 1000 ლარი გვიჯდებაო.
რას კადრულობენ ხვდებით? ბოლშევიკურ თუ ფაშისტურ განცხადებებს თხოვენ და ფულს უხდიან ამაში 🤦🏻‍♂️
თუ არასწორს ვწერ რამეს, გამოაქვეყნეთ დღევანდელი გადარიცხვები!!!!!“

Cesko