“ჩხუბიც გვქონია, გაყრაც… იდეალური ქმარი არ ვარ, მაგრამ ერთგულება რა არის ვიცი” – ზურა ყიფშიძე

March 11, 20:41
0
552

1972 წელს ეკრანებზე ლანა ღოღობერიძის ფილმი, “როცა აყვავდა ნუში” გამოვიდა. მათ, ვისაც ფილმი უნახავს, ან სმენია მაინც მისი სახელი, ალბათ, თვალწინ, პირველ რიგში, ზურა ყიფშიძის პერსონაჟი დაუდგება. სწორედ ეს როლი გახდა ახალგაზრდა მსახიობისთვის მწვერვალების დაპყრობის, კარიერული ზრდისა და დიდი წარმატების საწყისი. ზურას თანატოლები თუ უბრალოდ ახლობლები დღემდე ხშირად იხსენებენ იმასაც, რომ განსაკუთრებული ქარიზმის მატარებელ ამ შესანიშნავ მსახიობს, მუდმივად თან სდევდა გულშემატკივრების უდიდესი არმიის სიყვარული და პატივისცემაც, რომელიც არსად გამქრალა და ზურა ყიფშიძე დღესაც ყველა თაობისთვის
საყვარელი მსახიობია.

მსახიობის სიყვარულით, თბილისში არაერთ ბავშვს დაარქვეს ზურა, უამრავი გოგონა კი მალულად ეტრფოდა მის ნიჭსა და უზადო გარეგნობას. სწორედ მაშინ, როცა ზურა ყიფშიძე კარიერული წარმატების პიკზე იყო, ცოლად შეირთო უმშვენიერესი ლელა გოცირიძე.

წყვილმა ერთმანეთი პირველად ვასო გოძიაშვილის დასაფლავების დღეს ნახა, რომელსაც ლელა ბებიასთან ერთად ესწრებოდა. განსაკუთრებული სტილისა და გარეგნობის უცნობი გოგონა ზურას მაშინვე მოხვედრია თვალში, თუმცა მათი ურთიერთობა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი.
დასაფლავების შემდეგ ზურა ყიფშიძე მოსკოვში წავიდა, საქართველოსი დაბრუნებულს კი გოგო, რომელიც ერთი დანახვითაც კი დაამახსოვრდა, გათხოვილი დახვდა.

„მე ისევ მოსკოვში წავედი. რომ დავბრუნდი, ერთხელ მეგობრებთან ერთად ვარ და ახლობელი მეუბნება – ცოლი მოვიყვანე, აი, ნახეო და ექაჩება ვიღაცას, ის კი არ გამოდის. ბოლოს გამოქაჩა და უცებ ის გოგო არ შემრჩა, გოძიაშვილის დასაფლავებაზე რომ ვნახე? იქ რა მოხდა, არ ვიცი – ეს იყო რაღაც ელვასავით. მერე დაშორდნენ… მის ქმართან დაშორებაში არაფერ შუაში ვარ” – ამბობდა ზურა ყიფშიძე.

ლელას ოჯახი ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, თუმცა წყვილს ამან ხელი ვერ შეუშალა, რომ დაქორწინებულიყვნენ: “ურთიერთობის წინააღმდეგი იყო მამამისი, რადგან სხვა გეგმები ჰქონდათ, თუმცა მაინც ჩვენი გავიტანეთ. მერე შემირიგდნენ, სხვა რა გზა ჰქონდათ“, – იხსენებს მსახიობი.

ლელა გოცირიძე და ზურა ყიფშიძე ლელას მამის მანქანით გაიპარნენ. მერე იყო პატარა, 10-კაციანი ქორწილი. მიუხედავად იმისა, რომ ზურას თაყვანისმცემლების რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა, ის არასდროს გამხდარა ჭორებისა თუ მითქმა-მოთქმის ობიექტი. მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ თანაცხოვრება მარტივი არ არის, თუმცა ცდილობ, იყოს კარგი მეუღლე და მამა: “ჩხუბიც გვქონია, გაყრაც… არ არის ყველაფერი რბილად და თბილად. არ ვამბობ, რომ იდეალური ქმარი ვარ, მაგრამ რაც შემიძლია, ვაკეთებ. შეიძლება შეგიყვარდეს ვიღაც, არავინ არის ამისგან დაზღვეული, სიბერეშიც კი. ერთგულება რა არის, ვიცი, მაგრამ არაფერია გამორიცხული. სიყვარულს რას გოუგებ, ჩემო ოლღა!” – ამბობდა მსახიობი.

ზურა ყიფშიძესა და ლელა გოცირიძეს დიდი ოჯახი აქვთ. მათ ორი შვილი, ლენუკა და გიორგი ჰყავთ და 5 შვილიშვილის ბებია-ბაბუა არიან.

“ცუდი ხასიათი აქვსო, ჩემზე ამბობენ. რა შუაშია ცუდი ხასიათი?! თუ მუშაობ, უნდა დააკვდე შენს საქმეს. ხელოვანი სახატავი მასალაა. მხატვარი რომ იყოს, დახატავდა, მწერალი – დაწერდა, ამას კი თვითონ უნდა რაღაცის თქმა, სხვა ადამიანის საშუალებით, ოღონდ ამ ადამიანად უნდა იქცეს და ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს გულწრფელობას”

წყარო – marao.ge

Cesko