“არანაირი გამარჯობა, არანაირი მადლობა, არანაირი ბოდიში” – ნიკა გვარამია

0
414
33 Views

“მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულების 212-ე საკიდან წერილს ავრცელებს:

რა იქნებოდა დღევანდელ გადაცემაში ჩემი მონოლოგი:

იმ ხმის მიმცემ 78-ს და ყველა მათნაირს არ უნდა გაუნელდეთ იმის შეგრძნება, რომ პოლიტიკური გვამები და სოციალური პარიები არიან.

არანაირი გამარჯობა

არანაირი მადლობა

არანაირი ბოდიში

სულ უნდა გრძნობდნენ, რომ ყველამ იცის ვინ არიან ისინი და სადაა მათი ადგილი.

დაუმორჩილებლობა, ართანამშრომლობა და თავხედური გამბედაობა – ზუსტად ესაა ამ აქციების გამარჯვების ფორმულა და ასე უნდა მოვიქცეთ ყველა, ვისაც მართლა გამარჯვება გვინდა შედეგად და არა პროცესი, როგორც გამარჯვება.

არავითარი რუტინა, არავითარი BUSINESS AS USUAL.

ყველას მოვუწოდებ, ყველაზე გულწრფელი აღშფოთებაც კი ათასჯერ აწონ – დაწონოს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვას საჯაროდ. არავის გაუცხოვება არ შეიძლება, არვინ არაა გასარიყი თუ დასაკარგი. ყველაფერს უნდა შევხედოთ მონოლითური ერთიანობის კუთხიდან და ამ ინტერესის გამო აუტანელიც ავიტანოთ.

პოლიტიკოსებს კი ვთხოვდი, ზოგიერთმა ერეგირებული პოლიტიკური ვნებები ჩაიცხროს, ზოგიერთი კი მყუდრო ჩარჩოში მოქცეული რუტინული პროცესების შემოთავაზებას შეეშვას.

მეპროტესტეებს ვურჩევდი, რუტინის მოდუსში არ გადააგდოს პროცესი. გაითვალისწინონ, რომ ამ მოდუსში ივანიშვილის პირისპირ უკვე თავად კი არ იდგებიან, არამედ ისინი, ვინც პროცესზე უფრო კაიფობს, ვიდრე შედეგზე. ვისაც არანაირი შანსი არ აქვს რუტინის დამორჩილების ჩემპიონი ივანიშვილის წინააღმდეგ. ვინც ყველა წინა შემთხვევაში 10:0 წააგო ივანიშვილთან.

ამ პროტესტის ძალა იმაშია, რომ სტრატეგიული საკითხის ირგვლივაა მობილიზებული და არა ტაქტიკური მოსაზრებების. იმაში, რომ სტრატეგიული სიცხადის და სწორხაზოვნების მყარ საფუძველზე დგას და არა ტაქტიკური ბუნდოვანების და „ერთი ადგილის თამაშის“.

Cesko