28 Views
მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. მას „იმედზე“ გადაცემები „დილის შოუ“ და „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მიჰყავდა.
„მე „იმედიდან“ რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით…
მე არასდროს ვეთანხმებოდი „იმედის“ საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ღალატს, ეს უკვე აღარაფერში წერია“ — ამბობს კახა კინწურაშვილი „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში