პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „ხალხის ძალის“ კანონის განხილვისას ოპოზიციონერ დეპუტატებს, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძეს დარბაზი დაატოვებინეს.
🎥 „უსამშობლო კაცი ხარ“ – ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს მიმართა
კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს დარბაზი რეგლამენტის დარღვევის გამო დაატოვებინა.
ცნობისთვის, მანამდე სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესა და „ლელოს“ წევრ სალომე სამადაშვილსაც დაატოვებინეს.
შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.