“უთხარით აბა, ხოშტარიას ან ვაშაძეს: “შპს-დ დარეგისტრირდით “ალტ-ინფოსავით”-თქო, რას გიპასუხებენ, თუ ეგრევე თავი არ გაგიხეთქეს, ჩუმად ეგდეო!…”

0
466
22 Views

ვაიმე, რამდენი ვიცინე!
პოსტები და კომენტარები ვნახე, ეს ალტ-ინფო რა ხიტრია, იცოდა ამ კანონს რომ მიიღებდნენ და შპს-დ დარეგისტრირებულაო 🤣🤣 და მიდის ერთი ამბავი 🤣🤣
ერთმა გენიოს-სტრატეგოსმა ისიც კი თქვა, ხოდა, აწი ყველა შპს-დ დარეგისტრირდება და მერე ნახოს ამ მთავრობამო 🤣🤣🤣🤣🤣 უი, ეგ რა მაგარი რამე თქვიო, აჭყლოპინდნენ 🤣🤣
ანუ, ეს ხალხი საერთოდ აზრზე არაა, რა ხდება და რაზეა საუბარი და ისე იხევენ ზედ ყველაფერს!
ელემენტარული, ის არ იციან, რომ “შპს” არის სრულიად გამჭვირვალე, თავის მფლობელიანა, წესდებიანა, კაპიტალიანა და ფულის მიმოქცევიანა და ყოველთვიურად აბარებს თავის საქმიანობაზე დეკლარაციას!
ეგ თქვენი აგენტურული ქსელი კი ხელშეუხებელია თავისი სამართლებრივი ფორმით და ეგაა სწორედ პრობლემა..
უთხარით აბა, ხოშტარიას ან ვაშაძეს შპს-დ დარეგისტრირდით “ალტ-ინფოსავით” თქო, რას გიპასუხებენ, თუ ეგრევე თავი არ გაგიხეთქეს, ჩუმად ეგდეო! 😁😁
ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ
ალტ ინფოს პოზიცია ამ კანონთან მიმართებაში გაცილებით მკაცრია ვიდრე თვითონ ეს კანონი!!!!!!!!
კონსერვატიული ფლანგი თვლის, რომ არა მხოლოდ უნდა აღირიცხონ და უბრალოდ დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ჯგუფები, არამედ საერთოდ, კანონით უნდა იკრძალებოდეს უცხო ქვეყნიდან პოლიტიკური და სხვადასხვა გავლენების მქონე ჯგუფების დაფინანსება ჩვენს ქვეყანაში!!!!!
გასაგებია, აგენტუშკებო და ფანებო?! 🙂 😉 🙃 😁

მაია დვალიძე, პუბლიცისტი, სამოქალაქო ატივისტი

Cesko