ამა წლის აპრილში, როსარქივი, რომელიც რუსეთი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, უშუალოდ სახელმწიფოს მეთაურს დაექვემდებარა. სტატუსის ცვლილება ახსნილი იქნა მასში დაცული მასალების განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობით. სანამ ექსპერტები თავს იტეხდნენ იმაზე, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, გაზეთ “პრეზიდენტში” გამოჩნდა ისტორიული გამოძიება. მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ სამეფო ოჯახი არ დახვრეტილა. ყველა მათგანმა განვლო ხანგრძლივი ცხოვრება, ხოლო თავად მეფის ძემ, ალექსეიმ საკმაოდ კარგი კარიერაც კი გაიკეთა სსრკ-ში.
უფლისწული ალექსეი ნიკოლაის ძე რომანოვის სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, ალექსეი ნიკოლაის ძე კოსიგინად ტრანსფორმაციაზე პირველად ჯერ კიდევ გარდაქმნის (პერესტროიკის) დროს დაიწყო საუბარი. ინფორმაციამ პარტიული არქივიდან გაჟონა. თუმცა მას ისტორიულ ანეგდოტად უფრო მიიჩნევდნენ. მაგრამ ეჭვი მაინც არსებობდა. სამეფო ოჯახის ცხედრები ხომ არავის უნახავს, ხოლო მათი სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ ხმები ყოველთვის დადიოდა. და აი, ვითომდა დახვრეტილი ოჯახის წევრის შესახებ ინფორმაცია ჩნდება გაზეთში, რომელსაც სკანდალურს ნაკლებად თუ ვუწოდებთ.
“- შესაძლებელი იყო იპატიევის სახლიდან გაქცევა ან გაპარვა? აღმოჩნდა, რომ შეიძლებოდა! – წერს გაზეთ “პრეზიდენტში” ისტორიკოსი სერგეი ჟელენკოვი. – შორიახლოს ფაბრიკა იყო. 1905 წელს, სახლის მეპატრონემ ფაბრიკამდე გათხარა საიდუმლო გასასვლელი, იმ შემთხვევისთვის, თუ სახლში რევოლუციონერები შეიჭრებოდნენ. ბორის ელცინის მიერ სახლის დანგრევის დროს, ბულდოზერი სწორედ იმ გასასვლელში ჩავარდა და ასე გახდა საიდუმლო გვირაბის შესახებ ცნობილი.