გიორგი არველაძე საქართველოს რუსეთის უკანალში ამოსმულ ჩვარს უწოდებს

0
954
19 Views

გიორგი არველაძე საქართველოს რუსეთის უკანალში ამოსმულ ჩვარს უწოდებს და წყვეტს ჩვენთან კავშირს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ აღარ სურს საერთო ჰქონდეს იმ ქვეყანასთან და ერთან, რომელიც უარს იტყვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

არველაძე ამ პოსტს აქვეყნებს რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი”-ს სიახლის ბმულით, რომელშიც წერია, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირზე უარი თქვას.

“ჯერ მეგონა, რომ ხალხი ვერ ხედავს რაც სინამდვილეში ხდება. მერე მეგონა, რომ ახლა ხომ ყველაფერი აშკარაა, ყველამ დაინახა ნამდვილი ფერები თქო.. მერე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ დანახვას დიდი ეროვნული ბრაზი მოჰყვებოდა..

ახლა კი სულ უფრო ხშირად მგონია, რომ ყველა ყველაფერს ხედავს, მაგრამ საერთოდაც არ აწუხებთ. სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ჰოდა თუ ასეა, მაშინ ამ ქვეყანასთან, უფრო სწორედ ამ რუსეთის ტრკში ამოსმულ ჩვართან, მე პირადად აღარაფერი მინდა მქონდეს საერთო. არც იმ ერთან მინდა რაიმე მაკავშირებდეს, რომელსაც სირცხვილი არც ღლის და არც აწუხებს.”- წერს არველაძე, რომელიც ნაც.მოძრაობის დროს, წართმეული ტელეკომპანია “იმედი”-ს მარიონეტული დირექტორი იყო და უსიტყვოდ ემორჩილებოდა მაშინდელ მმართველს.

 

Cesko