5 ზოდიაქო, რომლებსაც 2023 წელი უამრავ სურპრიზს უმზადებს. გაიგეთ, ხართ თუ არა მათ შორის?

0
497
23 Views

ყოველი ჩვენგანი უდიდესი სიხარულით ველოდებით ახალი წლის დადგომას. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ მის დადგომასთან ერთად სიახლეების, ცვლილებებისა თუ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის იმედიც ჩნდება. ჩნდება მოლოდინები, რაღაც უკეთესის იმედი. ეს და სხვა მრავალი რამ გვიბიძგებს თითებზე დავიწყოთ ახალ წლამდე დარჩენილი დღეების ათვლა.
ალბათ, არაა გასაკვირი, ის რომ წლევანდელი წელიც ამგვარი ემოციებითაა სავსე.
მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ წლევანდელ – კურდღლის წელიწადს მართლაც რომ უამრავი ცვლილება მოაქვს. საკითხავია, მზად ვართ კი ამ ცვლილებებისთვის?
რა უნდა ველოდოთ 2023 წელს? და ვისთვის იქნება ის ასეთი ემოციური, საინტერესო, სიხარულით, წარმატებებითა თუ სიახლით სავსე? ამას ჩვენ სტატიაში იხილავთ:)

იხილეთ ხუთი ზოდიაქო, რომლებიც მზად უნდა იყვნენ ამ სიახლეებისათვის:
1. მორიელი – ალბათ, არ გაგიკვირდათ. ძნელია ისეთი წელიწადის მოძებნა, რომელიც მათ რაღაც ახალს არ სთავაზობს, არც ისაა გასაკვირი, თუ რატომ ხდება ასე? რაღა თქმა უნდა ეს ყველაფერი მატი ხასიათის დამსახურებაა. მათი მებრძოლი, შეუპოვარი, დაუმორჩილებელი თუ კრეატიული ბუნება მუდამ აძლევს ბიძგს საკუთარი ცხოვრება შეცვალონ უკეთესობისაკენ. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიფრთხილეც აუცილებეია. ამდენმა სიახლემ თავბრუ არ უნდა დაგახვიოთ და არ უნდა მოგწყვიტოთ რეალობას, რათა არსებული შანსი რეალურად აღიქვათ და როგორც გჩვევიათ სათქვენოდ, სასიკეთოდ გამოიყენოთ.
2. ქალწული- ყურადრებით!ცვლილებების დრო გიდგათ. წლევანდელი წელი ისეთ შანსს შემოგთაავაზებთ, რაზეც უარს ნამდვილად ვერ იტყვით, შესაძლოა მთელი ცხოვრება თავდაყირა დაგიდგეთ. მთავარია მობილიზებულები იყოთ და არსებული შანსი ხელიდან არ გაუშვათ. 2023 წელი არაჩვეულებრივი პერიოდია განახორციელოთ უკვე დიდიხნის ნაფიქრი და გონებაში ათასჯელ დაწყობილი გეგმები, მთავარია მოიკრიბოთ გამბედაობა და არ შეგაშინოთ ოცნებების სირთულემ, თქვენ მათ განხორციელებას აუცილებლად შესძლებთ.
3. ლომი – თქვენ ორმხრივად გაგიმართლათ. წელს ნამდვილად თქვენი წელიწადი მოდის. წარმატებას მიაღწევთ, როგორც კარიერული კუთხით, ისე პირად ურთიერთობებში. არაჩვეულებრივი დრო გიდგათ ოჯახის შესაქმნელად. ასე, რომ მოიკრიბეთ თქვენთვის კარგად ცნობილი გამბედაობა, გადადგით ნაბიჯი და არ თქვათ უარი საყვარელ ადამიანთან მთელი ცხოვრების გატრებაზე. რაც შეეხება კარიერას, დროა ოცნებები აისრულოთ. გარისკეთ, შეუდექით საყვარელ საქმიანობას, წელს ნამდვილად თქვენი დროა. არ შეგაშინოთ სირთულეებმა, თქვენი თავდაჯერებულობა, მკაცრი, ძლიერი ხასითი მათ დაძლევაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
4. თხის რქა – ახალი მეგობრები, სანაცნობო წრე და გარემოცვა უდიდეს როლს იტამაშებს თქვენი წარმატების მიღწევაში. ყურადღებით იყავით, ცხოვრება წელს უამრავ ახალ სახეს შეგახვედრებთ, თუმცა ყველას არ ენდოთ. კარგად შეარჩიეთ გარემოცვა, რადგან სწორედ ისინი ითამაშებენ უდიდეს როლს თქვენ წინსვლასა და წარმატებაში. აუცილებლად დაფიქრდით, გადახარშეთ, გააანალიზეთ თვენი მიზნები, შეჯერდით რომელი მათგანია ყველაზე რეალური და იმუშავეთ მის ასრულებაზე. დაიმახსოვრეთ, რომ წელს იღბალი თქვენ მხარესაა, მთავარია სირთულეებმა არ შეგაშინოთ და წინ მყარად, თავდაჯერებულმა იაროთ.
5. ტყუპები – დროა შემოუძახოთ თქვენს თავს! ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების, შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ, რადგან თქვენ იმაზე მეტი შეგიძლიათ ვიდრე ამას წარმოიდგენთ. მთავარია მოინდომოთ და მთებს გადადგავთ. წელს სწორედ ეს დროა. პირადი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგება. უკვე კარგად ნაცნობ ადამიანში ამოიცნობთ მთელი ცხოვრების მეგზურს და სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით, როცა გაიაზრებთ თუ რა ახლოს ყოფილა ის საოცნებო ადამიანი, ვისაც წლობით ძალიან შორს ეძებდით.

ავტორები:geonewest.com

Cesko