86 Views
თელავში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის თანამშრომელი ნოშრე თუშიშვილია. მეორე კი, კახეთში რესტორნებისა და სასტუმროების ქსელის მფლობელის, კოტე მახათელაშვილის ვაჟი, გიორგი მახათელაშვილი.ახალგაზრდები მსუბუქი ავტომობილით თელავის-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობდნენ,
რა დროსაც მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახნენ. მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.