გიგაურების ოჯახის გამოსახლების ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

0
489
28 Views

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება 23 თებერვალს, თბილისში, არდაზიანის 2 ნომრიდან ლაშა გიგაურის რვასულიანი ოჯახის გამოსახლების ფაქტს.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით გულისხმობს.

„მშენებლობით და იპოთეკით “მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანების“ ინფორმაციით, გამოკითხვაზეა დაბარებული ლაშა გიგაური.

ცნობისთვის, აღსრულების პოლიციამ რვასულიანი ოჯახი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი და ოჯახის ორი ხანდაზმული წევრი, აღსრულების პოლიციამ ძალის გამოყენებით, ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ გამოასახლა.
წყარო : https://tia.ge/

Cesko