„არ დაიწეროს აგენტი“ და დაუმორჩილებლობაზე გადავიდეს“ – ნიკა გვარამია სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას მიმართავს

0
558
20 Views

„მე რომ გარეთ ვიყო, არც ავდგებოდი ეთერიდან და არც აგენტად გამოვაცხადებდი ჩემს თავს. რაც უნდათ, ის ექნათ. დამაჯარიმებდნენ – არ გადავიხდიდი. ღირსების შემლახავია ეს კანონი და ღირსება კიდევ აღუდგენელია“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

მედიასაშუალების კითხვაზე „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა რა სიმპტომია? კითხვის საპასუხოდ გვარამია ამბობს, რომ კანონი თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმებისთვის ქრესტომათიულია.

„საქართველო ღია ავტორიტარიზმია და ეს კანონი თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმებისთვის ქრესტომათიულია. მას ყველგან დიდი საერთაშორისო წინააღმდეგობები ხვდება, მაგრამ რეჟიმი მას მაინც იღებს. ეს კანონი ღია ავტორიტარიზმის უტყუარი მარკერია. გასაკვირი ის იქნებოდა, რომ არ მიეღოთ. ასე არის გაწერილი ე.წ. Russian Playbook-ში, რომელსაც განუხრელად მიყვება „ოცნების“ ხელისუფლება“, – აცხადებს გვარამია.

ნიკა გვარამია  სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას ურჩევს, რომ არ დაიწეროს „აგენტი“ და გადავიდეს დაუმორჩილებლობაზე.

„რასაც ვურჩევდი სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ისაა, რომ არ დაიწეროს „აგენტი“ და გადავიდეს დაუმორჩილებლობაზე. მე რომ გარეთ ვიყო, არც ავდგებოდი ეთერიდან და არც აგენტად გამოვაცხადებდი ჩემს თავს. რაც უნდათ, ის ექნათ. დამაჯარიმებდნენ – არ გადავიხდიდი. ღირსების შემლახავია ეს კანონი და ღირსება კიდევ აღუდგენელია“, – ამბობს გვარამია.

ინფორმაციისთვისთბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ნიკა გვარამია საპატიმროში დატოვა.  ნიკა გვარამიას სასჯელის ზომად, საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე. 

წყარო: pia.ge

Cesko