“პასუხი მარტივია: ან ფირი,ან ფული” – ელისო კილაძე ოპოზიციას კვლავ გაუწყრა

February 23, 15:29
0
866

ელისო კილაძე ოპოზიციას კვლავ გაუწყრა და მათი მერყევი პოზიციების შესაძლო მიზეზად ფულს, ან მაკომპრომიტირებელ ფირს ასახელებს.

“არსებობს ასეთი -დიმიტრი უზნაძის “განწყობის თეორია” – განწყობა ოპოზიციური სპექტრის მიმართ იმდენად ნეგატიურია (რიგი ობიექტური და სუბიექტური პირობების გამო), ხალხი ყველა მათ ნაბიჯს სკეპტიკურად უყურებს.

ჩემი აზრით: ოპოზიციას თუ ხალხის მხარდაჭერის მოლოდინი აქვს-მანდატები უნდა დატოვოს და გავიდეს ქუჩაში !
ასე ნდობას დაიბრუნებს-სხვაგვარად,გამორიცხულია ! რატომ არ(ვერ) დგამს ოპოზიცია ამ ნაბიჯს?! პასუხი მარტივია – ან ფირი,ან ფული

ამერიკის პრეზიდენტს საქართველო საერთოდ არ უხსენებია. აღარ ვართ ჩვენ თავისუფალი სამყაროს პარტნიორები-ჩვენ ვართ რუსეთის ბოსტანი ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთი დიდი ცოცხით ხართ გასახვეტი !

ორი კვირა გქონდათ გასაძლები ქუჩაში და ენტონი ბლინკენი საქართველოში ჩამოვიდოდა! ახლა დაჯექით და არჩიეთ კვახის კაკალი”– წერს კილაძე.

Cesko