ცა­გერ­ში მე­წყერ­ში მო­ყო­ლი­ლი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა ამ წუ­თებ­ში ამო­იყ­ვა­ნეს – ის ად­გი­ლობ­რი­ვი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია

0
911
15 Views

ცა­გერ­ში მე­წყერ­ში მო­ყო­ლი­ლი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა ამ წუ­თებ­ში ამო­იყ­ვა­ნეს.

ის ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბის, ქულ­ბა­ქი­სა და ჩქუ­მის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლის დროს იმ ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც ჩა­მოშ­ლილ­მა მა­სამ ქვეშ მო­ი­ყო­ლა. გარ­დაც­ვლი­ლია გელა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, ად­გი­ლობ­რი­ვი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

შემ­თხვე­ვა სწო­რედ იმ დროს მოხ­და, როცა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი მი­დი­ო­და სო­ფელ ჩქუმ­ში, სა­დაც დღეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. ის სო­ფელ ისუნ­დერ­ში ცხოვ­რობ­და.

“ჩქუ­მის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­და. სა­კუ­თა­რი სოფ­ლი­დან მო­დი­ო­და ჩქუმ­ში, სა­დაც დღეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჰქონ­და ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი… სა­ღა­მოს 8 სა­ა­თის­თვის არის ჩა­მო­წო­ლი­ლი ქვის მასა. ცოტა ხნის წინ ამო­ვიყ­ვა­ნეთ ცხე­და­რი და გა­და­ვას­ვე­ნეთ ოჯახ­ში. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო”, – გვიყ­ვე­ბა ცა­გე­რის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ალუ­და თუ­თი­სა­ნი.

გელა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი 43 წლის იყო, და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი. მისი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 20 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ჩქუ­მი­სა და ქულ­ბა­ქის გზა­ზე ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყე­რის გამო სოფ­ლე­ბის 200-მდე მკვიდ­რი გარე სამ­ყა­როს მო­წყვე­ტი­ლია.

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოფ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზით მოხ­დე­ბა. ქულ­ბა­ქი­სა და ჩქუ­მის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე ზვა­ვი გუ­შინ ჩა­მოწ­ვა.

Cesko