“ხაბეს ჯინაზე ნუ გაქოცდები!
მესიჯბოქსი მზადაა – “დავგმოთ ლევან ხაბეიშვილი!” ამის მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები ხვალინდელი აქციაა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ფეიგინმა დააორგანიზა და რომელსაც ცხადია, ენმ და სხვა ოპოზიციური პარტიები უერთდებიან.
ენმ-ში გამიჯნულებმა თუ გაუგებრობაში მოყოლილებმა დავალება მიიღეს – ხვალ, აქციის შემდეგ გაავრცელონ ნარატივი – “რატომ დაშალა აქცია ხაბემ?! ხალხი არ რჩება ხო?!”
მეგობრებო, სირცხვილია რომ ქოცობით ქოცებს გადაუსწროთ – ეგ პრეტენზია, რატომ დაიშლება ხვალინდელი აქცია წაუყენეთ ფეიგანს:) (ოღონდ მართლა კი არ წაუყენოთ) რატომ გაბედა და რატომ დააანონსა რამდენიმე საათიანი აქცია.
ასეთი მონდომებით, უფრო კი ჩასაფრებით, თქვენივე პარტიის წინა თავმჯდომარის უმოძრაობა რომ გეკრიტიკებინათ და არ გეძახათ “რა ქნას მეტი ბიჭმა, ციხე შტურმით აიღოსო?!” მაშინ, როცა ოქროს შანსი იყო – 14 ოქტომბრის აქციის არდაშლისა, შესალოა, ახლა მიშა უკვე გარეთაც ყოფილიყო! მაშინ, ასეთი “პრინციპულები” რომ ყოფილიყავით, ახლა მორალური უფლება გექნებოდათ, ხაბეიშვილისთვის მოწოდებები გაგეჟღერებინათ, მაგრამ ამ და სხვა პირობების გათვალისწინებით, უბრალოდ უსამართლობაა ხაბეზე თავდასხმა, თანაც შეკვეთით!
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილი სულ რამდენიმე დღეა თავმჯდომარის პოსტს იკავებს და უკვე რეგიონებში იმდენი აქცია გამართა, რაც 2020-დან 2023-მდე არ ყოფილა. აღნიშნული აქციები ემსახურება თბილისში, პარლამენტის წინ, უწყვეტი აქციებისთვის მხარდამჭერების მობილიზებას, რომელიც ჩემი ინფორმაციით, მალე დაიწყება.
ასე, რომ ე.წ. ლიდერების მძევლები ნუ გახდებით და ხაბეს ჯინაზე ნუ გაქოცდებით. ქოცობა ხომ ტეხავს?! ხოდა, დავუდგეთ ლევან ხაბეიშვილს ყველა გვერდით, ენმ-ელებო თუ ოპოზიციური სხვა პარტიების წარმომადგენლებო, მთავარი იდეის გამო – #freeMisha”
ჟურნალისტი, თამარ ბუჩუკური; სოციალური ქსელი