“დღეს მოუგო იგივე 210 მილონი იმ ბანკს. ბიძინა ივანიშვილს ხელს ვერავინ ვერ ახლებს…”

0
1511
17 Views

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, ალტ–იფოს ეთერში:

ლალი მოროშკინა:

–ის ადამიანები, ვინც ვთვლიდით, როომ ევროპა კარგია, დღეს რად უნდა გადავიქცეთ… ვთვლიდით, ვთვლით, რო ევროპა ძალიან კარგია, 600 კაცის, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი, არ ნიშნავს, რომ მთელი ევროპის აზრს გამოხატავს.

წამყვანი:

–ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, სწორედ ის ევროპა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, სწორედ ის ევროპა გვაყენებს კითხვის ნიშნის წინაშე, გვინდა მიხეილ სააკაშვილის გაშვება საზღვარგარეთ, გვინდა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, თუ არ გვინდა ევროკავშირი? ეს არის ევროპა, თქვენ არ ვიცი რომელ ევროპას გულისხმობთ. მე ამ ევროპაზე ვსაუბრობ და იმ ევროკავცშირში გვინდა? თქვენ რომელ ევროპას ირჩევთ? შეგიძლიათ ამ კითხვაზე მიპასუხოთ?

ლალი მოროშკინა:

–რაზე, რომ ეგეთი ევროკავშირი გვინდა, თუ არა? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ევროკავშირი გვინდა. ოღონდ აუცილებლად…

წამყვანი:

–თუ ბიძინა გვინდა?

ლალი მოროშკინა:

–სასწრაფოდ უნდა გავაგზავნოთ დელეგაცია, ოღონდ არა ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც მიდიოდნენ და ვერაფერს აგებინებდნენ, უნდა მოხდეს იმ ფირების ჩვენება, რომელიც თავის დროზე ჩვენ გვიჩვენეთ, კასრის ფირები, და ყველაფერი უნდა დავიწყოთ თავიდან. დაგვიანებულია? – კი, ბატონო, მაგრამ უნდა დავიწყოთ და ამის პლატფორმები არსებობს ბელგიაში, სტრასბურგში.

წამყვანი:

–ანუ დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი? ასე გამოდის…

ლალი მოროშკინა:

–სისულელეა მაგაზე ლაპარაკი, ბიძინა ივანიშვილს არავინ არ დაასანქცირებს, დღეს მოუგო იგივე 210 მილონი იმ ბანკს. ბიძინა ივანიშვილს ხელს ვერავინ ვერ ახლებს.

წამყვანი:

–მაგრამ ევროკავშირი როცა გვეუბნება, მაშინ რა ვქნათ?

ლალი მოროშკინა:

–ევროკავშირი მხოლოდ რეკომენდაციებს იძლევა, ის ვერ ჩაერევა უხეშად ჩვენი ქვეყნის საქმეებში.

წამყვანი:

–რეზოლუციას თუ მიმოვიხილავთ, პირდაპირ არის ნათქვამი, მოუწოდებს ხელისუფლებას, წნეხი ხომ გაიზრება?

ლალი მოროშკინა:

–გაიზრდება და უნდა მივიღოთ დიპლომატიური გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება–არდასაქნცირებაზე როდესაც არის ლაპარაკი, მას ჰყავს ძალიან კარგი პიარჯგუფი, ძალიან კარგად მუშაობენ, იმდენად კარგად, რომ დღეს დაუბრუნდა თავისი ფული. ჩვენ დავკარგეთ ბევრი წელი ევროპასთან სამუშაოდ, სამწუხაროდ, მაგრამ გვიანი არასდროს არაფერი არ არის. ჩვენი გამოსავალი არის ყველა მეზობელთან კარგად ყოფნა, ეროპასთანაც კარგად ყოფნა, ამერიკასთანაც კარგად ყოფნა.

“ალია”

Cesko