“არ გამოვრიცხავ, რომ იყოს ძალიან მაგარი ბოლო სეზონი, ან…“ – რას ამბობს ანა ტყებუჩავა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებზე”?!

February 15, 23:38
0
383

მსახიობი, ანა ტყებუჩავა აცხადებს, რომ შესაძლოა სერიალი, “ჩემი ცოლის დაქალები” გაგრძელდეს. ამის შესახებ მან ჟურნალ “სარკესთან” საუბრისას განაცხადა.

“სერიალი დაპაუზებულია, ამ ეტაპზე არ ველოდები მის დაწყებას, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ იყოს თუნდაც ერთი და ძალიან მაგარი ბოლო სეზონი. ან შეიძლება იყოს ახალი სერიალი. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს…

ამ სერიალის გარეშე ყოფნის ზღვარი პანდემიის პერიოდში გადავლახე, როდესაც ექვსი თვის განმავლობაში აღარ გვქონდა გადაღებები, მაშინ უკვე გავაცნობიერე და შევეგუე, რომ ერთ დღესაც შეიძლებოდა, სერიალი აღარ გაგრძელებულიყო. მსახიობი ასეთ მოცემულობას შეგუებული უნდა იყოს…”, – ამბობს ანა ტყებუჩავა.

Cesko