სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
კელი დეგნანმა იკითხა, ჩვენზე, არიან თუ არა ისინი (ანუ, ჩვენ, ქართველები), ჩვენნაირებიო…
არა, კელი, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ არ ვართ თქვენნაირები:
-ჩვენ ღმერთი გვყავს და გვიფარავს, თქვენ ღმერთი მოკალით თქვენში!
-ჩვენ სამშობლო გაქვს და გვიყვარს, თქვენ ქვეყანა გაქვთ და ვინც თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა დააპირა, ერთი მოკალით (პრეზიდენტი კენედი) და მეორე კინაღამ ცოცხლად შეჭამეთ (პრეზიდენტი ტრამპი)!
-ჩვენ ათასწლეულებია ჩვენს მიწა-წყალს ვპატრონობთ, თქვენ კი, ორიოდე საუკუნის წინ, საკუთარი მიატოვეთ და ახალ მიწაზე, აბორიგენებს სამშობლო წაართვით და ადამიანები გაანადგურეთ, დარჩენილებს რეზერვაციაში “პატრონობთ”! ვერც შეიგნეთ და არც აღიარეთ ეს, გერმანელებისგან განსხვავებით!
-ევროპაზე და ევროპულ ღირებულებებზე თქვენ არ უნდა გველაპარაკებოდეთ, ქართველებს, ევროპისა და აზიის გასაყარზე მცხოვრებ უძველეს ერს! ჩვენსა და ევროპელებს შორის თქვენი თარჯიმნობა უადგილოა!
-თავისუფლებისთვის, ჩვენს პატარა ერს რომ უბრძოლია, სიზმრად ვერ ნახავთ, მაგრამ, თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ჩვენ გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ა დ გვესმის, კელი! ჩვენთვის თავის უ ფ ლ ე ბ ა საკუთარის დაცვაა და სამშობლოში ცხოვრება, ენის, მამულის, სარწმუნოების, ვაზის შენახვა და შთამომავლობის აღზრდა ამ ღირებულებებზე, თქვენთვის თავისუფლება-ს ხ ე უ ლ ი ს თავისუფლებაა და გონების გაპრიმიტიულება, თქვენი თავისუფლება სხვების დაკაბალებაზე ან განადგურებაზე გადის!
-ჩვენ ჩვენს მიწაზე ცხოვრება გვინდა, თქვენ-მუდამ სხვის მიწებს ეპოტინებით და ყველა სხვას თქვენზე “ნაკლებად” მიიჩნევთ, მაშინ, როცა ის სხვები თქვენ მიგიჩნევენ ძლიერ ჰეგემონებად, მაგრამ დაუნდობელ პრიმიტივებად!
-ჩვენ არ ვართ თქვენნაირი, ემოციურად მკვდარი, “პლასტმასის ადამიანები”, ჩვენ მეორე ადამიანის ტკივილსა და სიხარულს ვგრძნობთ, გულით, კანით, თქვენ კი მხოლოდ ინტერესები გამოძრავებთ სხვა ქვეყნებისკენ, სადაც თქვენთვის საინტერესოა რესურსები, ნავთობი, გაზი, ოქრო, ნიკელი…თქვენ იქ ადამიანებს ვერ ხედავთ, როგორც ვერ გრძნობთ და ვერ ხედავთ ქართველთა უმრავლესობას და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს, ნებას და განწყობებს!
-ჩვენ დედა ვიცით, “დედამიწა”, “დედაბურჯი”, “დედაკაცი”, “დედაშვილობა”, “დედაენა”, მამა ვიცით, “მამაკაცი”, თქვენ კი N1 და N2 მშობელი აღიარეთ!
-ჩვენთვის ოჯახი ქალის და მამაკაცის კავშირია, თქვენი დღევანდელი ხელისუფლება კი იმით ამაყობს, რომ სქესი უარყო და გაასაშუალოა!
ჩვენთან ქალი არ ჩაიცვამს მებრძოლი მამაკაცის თეთრ ჩოხას და გაპუწულ დალალებს ზედ არ დაიყრის, ეს ჩოხას არ ეკადრება! სვანი მამაკაცების რიტუალურ წრეში არ ჩადგება ჩვენთან ღირსეული ქალი და ამით მამაკაცებს არ დააკნინებს!
-კელი, კელი…ვის მოუტანეს შენი ქვეყნის მმართველებმა ბედნიერება, თუნდაც, 21-ე საუკუნეში, გვითხარი, კელი! სერბებს?! ერაყელებს?! სირიელებს?! ავღანელებს თუ უკრაინელებს?!
არ ვართ, კელი, ჩვენ, თქვენნაირები, და უფალი დაგვიფარავს, ჩვენი წმინდანები და უწმინდესი პატრიარქი ლოცულობენ ჩვენი სულებისათვის, ამიტომ, არ გადავშენდებით თქვენს თარგზე! და იცი, რატომ; ჩვენს ღმერთი გვყავს, კელი, გვიყვარს და გვიფარავს, თქვენ კი ამაზეც გეცინებათ! იმიტომ გეცინებათ, რომ უფლის რწმენა და მადლი თქვენამდე აღარ აღწევს; უფალს ხომ სული შეიგრძნობს, და არა სხეული! . . . დიდება უფალს!