განა ეს მხოლოდ უკრაინელების შემთხვევაში ხდება და სხვაგან ან თუნდაც ჩვენთან რა , ასე არ იყო…..?!
უბრალოდ, ეს ის მრუდე რეალობაა, რომელსაც ვერავინ გამოასწორებს….. მდიდრები საკუთარ შვილებს ყოველთვის არიდებენ ომს და უბედურებას….
ხოლო რიგითი გლეხი ბიჭები, სუფთა გულით და სულით, სამშობლოს დასაცავად სიცოცხლეს თმობენ….
შემდეგ გადის წლები, მდიდარი ჩინოვნიკები, საკუთარ შვილებს აბრუნებენ მშვიდობიან ქვეყანაში, თუმცა ის გლეხი ბიჭები აღარც აღარავის ახსოვს….
უბრალოდ გმირთა ხეივნებში მემორიალზე რჩება მათი სახელები და გვარები…. რჩებათ დაობლებული შვილები და შავში შემოსილი მშობლები… ყველა დანარჩენი კი ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას. ასეა ეს.
ნებისმიერი საბრძოლო მოქმედებები იმ წამსვე გაჩერდება, როგორც კი ბრძანების გამცემები, საკუთარ შვილებს იხილავენ ბრძოლის ველზე.
ომს გამოქცეული უკრაინელი ჩინოვნიკების შვილები, უკრაინის “ნამდვილი პატრიოტები”, კურშეველი. საფრანგეთი და შამპანიური. “კრისტალი” 🙂
გაბრიელ “გაბი” კამაევი, სამოქალაქო აქტივისტი; სოციალური ქსელი