15 Views
მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,5 მაგნიტუდა შეადგინა.
ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან 7 კილომეტრში სოფელ ვაკიჯვარში იყო.
ოზურგეთში მომხდარ მიწისძვრას სოციალურ ქსელში დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ სიმძლავრის მიწისძვრა საფრთხეს არ წარმოადგენს.
„ნუ გეშინიათ. ეს პატარაა. ვერაფერს დაგაკლებთ. ეს პატარაა“, – წერს გოდოლაძე.