ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი არაბეთის გაერთიანებული საამიროებისგან წელიწადში €93 ათასს იღებს და ხშირად ხმას ისეთ გადაწყვეტილებებს აძლევს, რაც საუდის არაბეთისთვის ხელსაყრელია – გამოცემა NRC

0
448
32 Views

ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსი წელიწადში რამდენჯერმე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ძვირადღირებულ კურორტებზე ისვენებს და ქვეყნისგან ყოველწლიურად €93 ათასს იღებს იმისთვის, რომ კონფერენცია Sir Bani Yas Forum-ის მრჩევლად მუშაობს. ამის შესახებ ნიდერლანდური გამოცემა NCR წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპარლამენტში კატართან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის ფონზე დეპუტატების ფინანსური კავშირები უცხო ქვეყნებთან ყურადღების ცენტრში მოექცა. NCR-ის ანალიტიკოსებმა ევროპარლამენტში პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის კენჭისყრებში მონაწილეობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ სიკორსკი ხშირად ხმას ისეთ გადაწყვეტილებებს აძლევს, რაც საუდის არაბეთისთვის ხელსაყრელია, თუმცა ხშირ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილებები თავისი პოლიტიკური ჯგუფის, „ქრისტიან-დემოკრატების“ პოზიციისგან არ განსხვავდება.

თავად სიკორსკი გამორიცხვას იმას, რომ მისი გადაწყვეეტილებები კენჭისყრებზე საამიროებისგან მიღებულ ფინანსებზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, ვლადიმერ სიკორსკი ამერიკელი ჟურნალისტის, ენ ეპლბაუმის მეუღლეა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ექსპრეზიდენტს საბჭოთა ციხეებისთვის დამახასიათებელი სტილით კლავენ.

Cesko