21 Views
არაოფიციალური ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, ბანკის ყველაზე გახმაურებულ ძარცვაში ბრალდებულის აყვანა გამთენიისას მოხდა, როცა ესებუა ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ბადრი ესებუა ზუგდიდში აიყვანეს.
შსს-ში „ფორტუნას“ ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ჯერჯერობით არაფერი იციან მისმა ოჯახმა და ადვოკატმა.
fortuna.ge