18 Views
თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 5 415-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, ამ მომენტისთვის მიწისძვრას, სულ მცირე, 3 703 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 712-ს მიაღწია.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფთაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
წყარო: sportsvideos. ge