თურქეთის შს მინისტრი აშშ-ის ელჩს: „შორს თქვენი ბინძური ხელები თურქეთისგან: აშშ-ის ყველა ელჩი, როგორც კი ჩამოდის თურქეთში, ცდილობს გაერკვეს, როგორ შეიძლება თურქეთში გადატრიალების მოწყობა“

0
1006
20 Views

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ ქვეყანაში აშშ-ის ელჩს, ჯეფრი ფლეიკს მიმართა და მოუწოდა, „შორს ჰქონდეს ბინძური ხელები თურქეთისგან“, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ყველა აშშ-ის ელჩი, რომელიც თურქეთში მოდის, ცდილობს თურქეთს ზიანი მიაყენოს.

„აშშ-ის ყველა ელჩი, როგორც კი ჩამოდის თურქეთში, ცდილობს გაერკვეს, როგორ შეიძლება თურქეთში გადატრიალების მოწყობა. ეს თურქეთისთვის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურებაა. ისინი აწყობენ ელჩების შეხვედრებს და ცდილობენ, სხვა ქვეყნების ელჩებს რჩევები მისცენ. ამავეს აკეთებენ ევროპის ქვეყნებში, ევროპას აშშ-ის საელჩოები მართავენ. მივმართავ ელჩ ჯეფრი ფლეიკს: ვიცი, რომელ ჟურნალისტებთან გაქვთ ურთიერთობა. შორს თქვენი ბინძური ხელები თურქეთისგან. ყველაფერი ნათელია, მე კარგად ვიცი, რას აკეთებთ და რა ნაბიჯებს დგამთ“, – აღნიშნა სულეიმან სოილუმ.

Cesko