საპატრიარქომ სამძიმრის წერილი გაავრცელა

0
1540
30 Views

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილს წერს მსოფლიო პატრიარქს, მის ყოვლადუწმინდესობას,

ბართლომეოს I-ს, მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის გარდაცვალების გამო.

“მის ყოვლადუწმინდესობას, კონსტანტინოპოლის, – ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა პერღამოს მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანე ზიზიულასის გარდაცვალების გამო, რომელსაც პირადად ვიცნობდი და დიდ პატივს ვცემდი.

იგი იყო ჩვენი დროის გამოჩენილი თეოლოგი, ღრმად განსწავლული პიროვნება; მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომების ავტორი დოგმატიკაში, ლიტურგიულ ღვთისმეტყველებასა და ეკლესიის ისტორიაში…

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა მან წიაღი აბრაამისა დაიმკვიდროს და მართალთა თანა განისვენოს.

გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ მღვდელმთავრებს, სამღვდელოებასა და სამწყსოს.

პატივისცემით,

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპლიტი” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

Cesko