19 Views
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავარია მსხვერპლით დასრულდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა სატვირთო ავტომობილის 30 წლამდე მძღოლი.
მომხდარზე”გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ინფო რუსთავი