„დავწერე განცხადება გათავისუფლებაზე, არ შემიძლია იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის ატანა, რომელიც ჩემზე ხორციელდება“ – სააკაშვილის ყოფილი ექთანი

January 29, 23:34
0
740

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ექთანი, ნონა პანტიაშვილი „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში აცხადებს:

„თუ გავიხსენებ იმ პერიოდს, რა პერიოდშიც ვმუშაობდი ბატონ მიხეილთან, იყო შემთხვევები, როცა ბატონი მიხეილი არჩევით სვამდა წამალს. ზოგიერთ წამალზე აცხადებდა უარს. გვეუბნებოდა, ამ წამალს არ დავლევ. ყველა იყო დაინტერესებული, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს

ნონა პანტიაშვილის თქმით, დაწერა განცხადება, რომ მას აღარ შეუძლია კლინიკაში მუშაობა, რადგან ვეღარ უძლებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას:

„დავიწყოთ იმით, რომ თვითონ სასამართლოზე ბატონმა შალვამ (ხაჭაპურიძე) მთელი მსოფლიოს წინაშე განაცხადა, რომ მე ვარ ექთანი, რომელიც იმ კადრებზე იყო. იმ კადრებზე სახე მაინც იყო დაფარული. ისეთი სტრესი იყო იმის მოსმენა, რომ მე ვიყავი“, – განაცხადა ექთანმა, რომელმაც გაიხსენა, რა ხდებოდა მაშინ პალატაში. – „ნივთებს ისროდა, ეს კადრებიდანაც ჩანს. მე რომც არ ვთქვა, მგონი, მსოფლიომ ნახა ეს კადრები და არავისთვის იქნება ახალი. საწოლიდან ვარდებოდა. პაციენტი იყო აღელვებული, ვცდილობდი, დამეწყნარებინა. ვცდილობდი, ამეწია საწოლის სახელურები, რომ პაციენტი არ გადმოვარდნილიყო, რაზეც უარი მივიღე. თვითონ ნელ-ნელა იჩოჩებოდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. რეანიმაციიდანაც გამოვიყვანე ექიმები. როცა გავუკეთეთ მონიტორი, პაციენტის მონაცემები დაფიქსირდა მონიტორზე, ცოტა ხანში პაციენტმა მოიხსნა „ლიპუჩკები“ და გადაისროლა. ჩემი გადასახედიდან, ეს უფრო ჰგავდა დადგმულ სპექტაკლს, რომელშიც უნიჭიერესი მსახიობი მონაწილეობდა“

Cesko