ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„იდიოტოკრატია…..
1.შვედეთში, იდიოტებმა, წმინდა წიგნი- ყურანი მისცეს ცეცხლს!
2. თურქეთში შვედეთის დროშა დაწვეს!
3. დანიაში, დებილებმა, ისევ დაწვეს ყურანი!
4. შვედეთში ერდოღანის ფოტო დაანარცხეს და სულ ფეხქვეშ გაიგდეს!
5.ლონდონში, მუსლიმებმა, საპროტესტო აქციაზე დანიის დროშა დაწვეს!
6. საფრანგეთში, უმაგრესი საცხობების მფლობელები და მეფუნთუშეები, ცნობილი ფრანგული ბაგეტების ქნევით გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე!
7..ეკონომიკური და თავდაცვითი შეიარაღების განადგურების ზღვარზე მყოფ გერმანიას ბოლო ლაგატკაც უკრაინისთვის აახიეს.
8. ზელენსკის ოფისის უფროსმა- ერმაკმა, მედვედჩუკის უმსხვილესი საამშენებლო კორპორაციის წილი მთლიანად მიითვისა!
8 შვეიცარიის საბანკო სისტემამ, ამერიკის დავალებებისა და ზეწოლის შედეგად კრახი განიცადა. ლეგენდა- შვეიცარიის ბანკში ჩემი ფინანსები დაცულია- მოკვდა!
9. ნორვეგიაში , 6 წლის ასაკიდან 16 წლამდე ბავშვებს დაუკანონდათ უფლება- მშობლების ნებართვის გარეშე შეიცვალონ სქესი!
10. უკრაინის მართლმადიდებლურ ტაძრებში სატანისტური პერფორმანსები ტარდება!
8. მსოფლიო “დემოკრატიის შუქურა” ექთნებს კბენს, ჩქმიტავს და საკუთარი ფეკალიებით დარტს თამაშობს.
რა გინდოდათ?!..!
სად იპოვეთ ამდენი პოლიტიკური მასხარა, კარიკატურა, იდიოტი, ფსიქოპატი?…
ვის დაუჯერეთ, სულით ავადმყოფ გლობალისტებს?!
ჰა, შედეგიც – კომიქსებად ქცეული ევროპა… ოღონდ, კომიქსებზე აღარავის ეცინება… “შარლი ებდო”-ს გარდა…“ – წერს ხათუნა ხოფერია.