გაირკვა ახალგაზრდას ვინაობა, რომელმაც ბებიის მოსაკლავად ქილერი დაიქირავა – ცნობილია ბებიის ვინაობაც

0
3706
26 Views

72 წლის ბებიის მკვლელობის დაკვეთის ბრალდებით დაკავებული 26 წლის ალექსანდრე საყვარელიძეა.  ბებია კი ვალენტინა საყვარელიძე, რომელიც თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მფლობელია.

ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით.

პროკურატურამ დაკავებულს ოჯახის წევრის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრაიმტაიმი

შვილიშვილმა 150 ათას დოლარად ბებიის მკვლელობა დაუკვეთა – 25 წლის ბრალდებული თბილისში დააკავეს

Cesko