გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ექიმი! – „დავკარგე დათო! მაპატიე, რომ ვერ გადაგარჩინე…”

January 27, 08:21
0
1049

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ემიგრაციაში მყოფი ქართველი ექიმი, ვერტებროლოგი (ფართო პროფილის სპეციალისტი) დავით ბანძელაძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლოზ ჩხეიძე ავრცელებს და გარდაცვლილ ექიმს ემოციური პოსტით ემშვიდობება:

„ძალიან გამიჭირდა ამის დაწერა. თვენახევარი გრძელდებოდა არაჩვეულებრივი პიროვნების, კარგი ადამიანის, გულიანი მეგობრისა და ნამდვილი პროფესიონალის, სამაგალითო მეოჯახისა და თვალსაჩინო ემიგრანტის დავით ბანძელაძის ბრძოლა არსაიდან გამოჩენილი ავადმყოფობის წინააღმდეგ.

თვენახევარი კეთდებოდა ყველაფერი იმისათვის, რომ ყველა შანსი გამოყენებულიყო მის გადასარჩენად. ყველა შანსი გამოვიყენეთ. გული დაიღალა და დაისვენა… დაისვენა იმაზე ხანგრძლივად ვიდრე საჭირო იყო.

გამწარებული ვამბობ ამას, რადგან ფაქტიურად ყოველი მნიშვნელოვანი მომენტის თანამონაწილე ვიყავი ამ ხნის მანძილზე და თვალწინ მაქვს დათოს პირველიდან უკანასკნელ დღემდე პროცესების დინამიკა , თავისი პერიოდული გამარჯვებებითა და დამარცხებებით… ახალი იმედებითა და მწარე იმედგაცრუებებით…

დავკარგე დათო. ყველამ დავკარგეთ ვინც კი იცნობდა და ვინც რომ არიცნობდა. ყველას დაგვაკლდება მისი თბილი, კეთილი და გემრიელი არსებობა ჩვენს გვერდით და ჩვენს ცხივრებაში ამ ასე მოკლე წუთისოფელში. მშვიდობით ჩემო კარგო მეგობარო. მაპატიე რომ ვერ გადაგარჩინე“, – წერს ნიკოლოზ ჩხეიძე.

Cesko