97 წლის ასაკში ცნობილი კინოოპერატორი ლევან პაატაშვილი გარდაიცვალა

January 24, 20:04
0
242

97 წლის ასაკში ცნობილი კინოოპერატორი ლევან პაატაშვილი გარდაიცვალა. მისი პირველი ფილმი თენგიზ აბულაძის “სხვისი შვილები“ იყო. მეორე ნამუშევრისთვის „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (რეჟისორი სიკო დოლიძე) ოპერატორმა მინსკის კინოფესტივალზე პერსონალური ჯილდო მიიღო.

1978 წლიდან ლევან პაატაშვილი მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის პედაგოგი, 1981-1988 წლებში კი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი იყო.

ლევან პაატაშვილი არის დამდგმელი ოპერატორი ფილების: “თოჯინები იცინიან”(1961), “ცისფერი მთები, ანუ ტიან-შანი“ (1983), “კედელი”(1991) და სხვა.

2006 წელს გამოიცა ლევან პაატაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი „ნახევარი საუკუნე ლეონარდოს კედელთან”.

Cesko