(ვიდეო) – “ჩემი გაშავება გინდოდათ, გამაშავეთ?” – ვალერი გელბახიანი და ვახო ხუზმიაშვილი

January 19, 21:51
0
589

მიხეილ სააკაშვილის ავდოკატი, ვალერი გელბახიანი, “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე”–ში:

ვალერი გელბახიანი:

–დაცლილი ხართ მორალისგან.

ვახო ხუზმიაშვილი

–მე და თქვენში მორალისგან ვინც არის დაცლილი ეს მაყურებელმა განსაჯოს.

ვალერი გელბახიანი:

–განსაჯოს, კი ბატონო.

ვახო ხუზმიაშვილი

–ასლან აბაშიძესთანაც, რომ იყავით, პატარკაციშვილთანაც იყავით და ახლა სააკაშვილთან ხართ.

ვალერი გელბახიანი:

–მე ქართულ საქმეს ვაკეთებდი მაშინაც.

ვახო ხუზმიაშვილი

–არ ვიცი რას აკეთებდით. სააკაშვილი თქვენ აგენტს გიწოდებდათ.

ვალერი გელბახიანი:

–აგენტი ვინ აღმოჩნდა მერე? აგერ ნახეთ დღევანდელ ხელისუფლებაში….

ვახო ხუზმიაშვილი

–რუსების აგენტს სააკაშვილი გიწოდებდათ…

ვალერი გელბახიანი:

–შეცდომაში იყო შეყვანილი.

ვახო ხუზმიაშვილი

–არ ვიცი რა იყო, განმარტება უნდა გააკეთოს მაშინ, რომ შეცდომაში იყო შეყვანილი.

ვალერი გელბახიანი:

–მე გამიკეთა განმარტება.

ვახო ხუზმიაშვილი

–თქვენ ვინ ხართ? თქვენ ჩემზე მეტი რითი ხართ?

ვალერი გელბახიანი:

–ჩემზე თქვა და იმიტომ. ეს გინდოდათ… ჩემი გაშავება, გამაშავეთ? ეს არის თქვენი ტელევიზიის დედლაინი? სააკაშვილის ადვოკატი ვარ, ვმონაწილეობ მხოლოდ მისი უფლებების დაცვაში, არანაირად არ ვმონაწილეობ მისი პოლიტიკის დაცვაში

ვახო ხუზმიაშვილი

–უნდა გკითხოთ კონკრეტულ საქმეებზე, რაზე გაღიზიანდით? 7 ნოემბერზე გკითხეთ, იმ საქმეებზე გკითხეთ რაზეც ედავებიან და თქვენ აქეთ მორალზე მელაპარაკებით და ეს მაყურებელმა განსაჯოს.

ვალერი გელბახიანი:

–ტრიბუნა გაქვთ და ბოროტად იყენებთ.

 

 

 

http://

Cesko