რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერის ქალიშვილის ქართველი მეგობარი მამაკაცი და თბილისური არდადეგები, რის გამოც მამა-შვილს აკრიტიკებენ: – ვინ არის ბექარ წულუკიძე და რა აკავშირებს ოლგა ტურჩაკთან?

January 18, 13:53
0
971

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რის და ერ­თი­ა­ნი რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი საბ­ჭოს მდივ­ნის, ან­დრეი ტურ­ჩა­კის ქა­ლიშ­ვი­ლი, ოლგა, სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რად სტუმ­რობს და ახალ, 2023 წელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, თბი­ლის­ში შეხ­ვდა. ამ დროს კი მა­მა­მი­სი აღ­შფო­თე­ბუ­ლია რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბე­ბით.

“ამ დღე­სას­წა­უ­ლე­ბის დროს მოხ­და რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც “ერ­თი­ა­ნი რუ­სე­თის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა თავი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქცე­ვით გა­მო­ი­ჩი­ნეს. ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია – სირ­ბი­ლი, ყვინ­თვა, თხი­ლა­მუ­რებ­ზე დგო­მა… მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს დრო და ად­გი­ლი. ჩვენ ამ დე­პუ­ტა­ტებს პარ­ტი­ულ ბა­რა­თებს ჩა­მო­ვარ­თმევთ…“ – გა­ნა­ცხა­და ტურ­ჩაკ­მა.

  • ტურ­ჩა­კის ქა­ლიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში

ან­დრეი ტურ­ჩა­კის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ოლგა პე­ტერ­ბურ­გე­ლი მსა­ხი­ო­ბია. შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილ­მსა და სე­რი­ალ­ში, ხოლო 2020 წელს მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მო­ვი­და პირ­ვე­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი “მი­ყუ­რე მე”. ფილმმა, რომ­ლის ბი­უ­ჯე­ტის ორი-მე­სა­მე­დი კი­ნო­ფონ­დის გრან­ტით და­ფი­ნანსდა, მა­ყუ­რებ­ლის­გან ცუდი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და კი­ნო­თე­ატ­რე­ბი­დან $20000-ზე ნაკ­ლე­ბი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო.

ოლგა ყაზ­ბეგ­ში

 

ოლგა ტურ­ჩა­კი “ინ­სტაგ­რამ­ზე” წუ­ლუ­კი­ძეს გვარს იყე­ნებს. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ვი­გებთ, რომ 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში ოლ­გას ვაჟი შე­ე­ძი­ნა, ბავ­შვის მამა პე­ტერ­ბურ­გის აკა­დე­მი­უ­რი მცი­რე დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ბე­ქარ წუ­ლუ­კი­ძეა. Ekhokavkaza-მ ვერ და­ად­გი­ნა, იყ­ვნენ თუ არა ის და ოლგა ტურ­ჩა­კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი.

2022 წლის იან­ვარ­ში ოლ­გამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი…

რო­გორც ირ­კვე­ვა, ის სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რად სტუმ­რობს, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ბე­ქარ წუ­ლუ­კი­ძის ქარ­თულ წარ­მო­მავ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მაგ­რამ არ­ცერთ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში აქვს ოლ­გას გა­და­ღე­ბუ­ლი, ბე­ქა­რი არ ჩანს.

2022 წლის დე­კემ­ბერ­ში ოლ­გამ “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბით გა­ნა­თე­ბუ­ლი თბი­ლი­სი­დან. ფსკო­ვის გუ­ბერ­ნა­ტო­რის “ტე­ლეგ­რა­მარ­ხმა” კი და­წე­რა, რომ მან “ახა­ლი წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­ნიშ­ნა…“

“ცი­ნიზ­მი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნო­ბის მწვერ­ვა­ლი. არა სამ­შობ­ლო, არა დრო­შა. არც პა­ტი­ვი, არც ღირ­სე­ბა. ტვი­ნიც არა“ (ეს ჩვენ არა, ტურ­ჩაკ­მა თქვა)“ – ვკი­თხუ­ლობთ “ტე­ლეგ­რა­მარხზე”.

“შა­ბათ-კვი­რას ერ­თი­ა­ნი რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი საბ­ჭოს ვიცე-სპი­კე­რი ან­დრეი ტურ­ჩა­კი კურსკის დე­პუ­ტატს იმის გამო და­უ­პი­რის­პირ­და, რომ ის ახალ წელს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მექ­სი­კა­ში აღ­ნიშ­ნავ­და. ამ დროს კი, ტურ­ჩა­კის ქა­ლიშ­ვილ­მა, ოლგა წუ­ლუ­კი­ძე-ტურ­ჩაკ­მა ახა­ლი წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­ნიშ­ნა… რო­გორ შე­ეძ­ლო ამ ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი “ინ­სტაგ­რამ­ზე”, რო­მე­ლიც მტრის ქსე­ლია და რუ­სეთ­ში არ მუ­შა­ობს. ან­დრეი ტურ­ჩაკს, რო­მე­ლიც რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დას­ვე­ნე­ბამ აღაშ­ფო­თა, ქა­ლიშ­ვი­ლის თბი­ლის­ში ყოფ­ნა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.“ – წერს არხი.

რო­გორც “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, ქალი ნამ­დვი­ლად ხში­რი სტუ­მა­რია, რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტე­ბის.

წუ­ლუ­კი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი აფხა­ზე­თი­დან არის. ვიქ­ტორ წუ­ლუ­კი­ძეს და და­რე­ჯან სი­დი­ანს ორი ვაჟი – ბე­ქა­რი და ალექ­სან­დრე ჰყავთ.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უფ­რო­სი ძმა, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, მსა­ხი­ო­ბია, რაც შე­ე­ხე­ბა უმ­ცროსს – ალექ­სან­დრე წუ­ლუ­კი­ძეს, ის 2018 წელს და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნია “სს პერ­სპექ­ტი­ვის“ ერ­თა­დერ­თი მფლო­ბე­ლია. 2020 წლის 21 ივ­ლი­სი­დან “პერ­სპექ­ტი­ვა” ფლობს M Invest-ის 99.9%-ს. კომ­პა­ნი­ის წი­ლის წინა მფლო­ბე­ლი იყო “სს დელ­ტა“, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია PMC Wagner-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის ნა­თე­სა­ვებ­თან.

წუ­ლუ­კი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი
  • ბე­ქარ წუ­ლუ­კი­ძე

რუ­სუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი ბე­ქარ წუ­ლუ­კი­ძე 1991 წლის 7 სექ­ტემ­ბერს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. ცეკ­ვავს და უკ­რავს საყ­ვირ­ზე. კარ­გად ლა­პა­რა­კობს ქარ­თუ­ლად. 2021 წელს მან შე­ას­რუ­ლა თე­მურ ჩი­ქო­ვა­ნის როლი დე­ტექ­ტი­ურ ფილმში “სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია”. თა­მა­შობს თე­ატ­რში და გა­და­ღე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ფილ­მის ეპი­ზო­დურ როლ­ში.

Cesko