ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ სავარაუდოდ, შეცდომით მოკლეს – რეზო ლორთქიფანიძის საბედისწერო დღის ახალი დეტალები

0
1645
42 Views

ტრაპიზონში ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდის“ რეზო ლორთქიფანიძის, იგივე რეზო თბილისკის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

„პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, მოკლული „კანონიერი ქურდის“ რეზო ლორთქიფანიძის გარემოცვა ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ, მკვლელების ნამდვილი სამიზნე მეორე „კანონიერი ქურდი“ , როინ უბილავა, იგივე მატევიჩი იყო, რომელიც რეზოს მეზობლად ცხოვრება.

ასევე, ცნობილი გახდა დაკავებული ეჭვმიტანილების ვინაობა, თურქეთის პოლიციამ რუსეთის მოქალაქეები დააკავა – ნაბო და რედუან მუსტაფაევები.

როგორც პოლიციამ დაადგინა, მუსტაფაევები თურქეთში ორი მანქანით ბულგარეთიდან შემოვიდნენ.

მკვლელები შემთხვევის ადგილიდან დასავლეთით, 250 კმ-ის დაშორებით დააკავეს, რომელიც საქართველოს საზღვართან ახლოსაა.

როგორც ირკვევა, ტრაპიზონში რეზო და მატევიჩი ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობდნენ.

მკვლელობის დღეს ორივენი სახლიდან რეზოს მანქანით გავიდნენ. როცა რეზო მარტო დაბრუნდა, მკვლელი, რომელიც მათ ელოდა, მანქანასთან მივარდა და მგზავრის მხარეს ფანჯრიდან იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, რომელიც მატევიჩი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

primetime.ge

ტრაპიზონში ცნობილი ქართველი “კანონიერი ქურდი” რევაზ ლორთქიფანიძე, იგივე Резо Тбилисский მოკლეს – “ქურდული სამყაროს” წევრების ფოტოები

Cesko