23 Views
თბილისის 108-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და თანამშრომლის, ნუკრი რამაზაშვილის გარდაცვალების შესახებ იუწყება.
“მშვიდობით, ჩვენო ერთგულო მეგობარო,
108-ე სკოლას აღარ ჰყავს მზრუნველი, მოფუსფუსე, მშრომელი ,,ყველას სასწრაფო დახმარება”.
რთულია შენზე წარსულში საუბარი, თუმცა დაუნდობელმა წუთისოფელმა უდროოდ წაგვართვა შენი თავი.
განისვენე მშვიდად, მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური მიწა”, – აღნიშნული სკოლის ადმინისტრაციის სამძიმრის წერილში.
https://tia.ge/