(ვიდეო) “იმდენი მოგხვდა შენ, გაწყობს?.. ახლა გაგლახავ, იცოდე… ჩემსა და შენს შორის კორუმპირებულის დედას შ****ი” – ზარქუა ვაშაძეს დაუპირისპირდა

January 17, 08:17
0
3297

“ჩემსა და შენს შორის კორუმპირებულის დედას შ****ი” – ასე მიმართა “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს “პალიტრანიუსის” ეთერში.

მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ვაშაძემ მმართველი პარტია გააკრიტიკა.

“პრორუსი ხარ, აბა, რა ხარ, ერთხელ მაინც პუტინზე გითქვამს რამე?” – მიმართა გიორგი ვაშაძემ ზარქუას.

რაზეც “ოცნების” დეპუტატმა ასე უპასუხა: “რამდენიც მითქვამს, იმდენი მოგხვდა შენ, გაწყობს?.. ახლა გაგლახავ, იცოდე… ჩემსა და შენს შორის კორუმპირებულის დედას შ****ი, გაწყობს?”

მანამდე კი ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძის ინტერვიუს დროს ეთერში შევიდა და განაცხადა, რომ მათ შორის გადაცემაში დებატები გაიმართებოდა.

გადაცემის წამყვანის თქმით კი, ეს დებატები სტუმრებს შორის დაგეგმილი არ ყოფილა და ზარქუას სტუდიაში შესვლის შემდეგ ეთერმა ეს ფორმატი მიიღო.

Cesko