“ყველაფერმა კარგად ჩაიარა!…” – გიორგი სუხიტაშვილმა ოპერაცია გაიკეთა

January 16, 16:20
0
5983

მომღერალმა, გიორგი სუხიტაშვილმა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ წელის ტკივილები აწუხებდა.

დღეს ის ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

“ყველაფერმა კარგად ჩაიარაო.
უდიდესი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის რომელსაც თქვენ იჩენთ ჩემი მისამართით
უამრავი შეტყობინება დამხვდა.

ჯერ დეტალურად ვერ ვისაუბრებ რა გაკეთდა, სად გაკეთდა და ვინ გააკეთა, თუმცა გპირდებით გაგაცნობთ ყველა დეტალს
არ ვიცი ეს გული ვინ დამახატა მაგრამ რომ დავინახე ძალიან კარგ განწყობაზე დავდექი.
დიდი მადლობა შენ”, – წერს მომღერალი.

 

წყარო: tia.ge

Cesko