30 Views
რუსთაველის გამზირზე რუსული სიმღერის გამორთვის გამო, ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკს სცემეს.
ინფორმაციას თავად კანდელაკი ადასტურებს. მისი თქმით, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.
“ამბავი დაიწყო იქიდან, რომ რუსთაველის გამზირზე ვიყავი, რუსული სიმღერა იყო ჩართული და გამოვრთე. რუსული სიმღერის გამორთვის გამო, ერთი ადამიანი გამომეკიდა, 1970 წელს დაბადებული, მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა”, – განაცხადა კანდელაკმა.
მისივე თქმით, უკვე შეატყობინა პოლიციას მომხდარის შესახებ.