„ჯერ სითბო გამორთეს, შემდეგ ბოლომდე გაღებული დატოვეს კარი, რომ შიგნით გაჩერებას აზრი არ ჰქონდეს“ – როგორ მოექცნენ ბებოს, რომელიც თავს „საქართველოს ბანკის“ ფილიალის მისაღებს აფარებდა თავს

January 13, 07:44
0
3602

ქველმოქმედი, აკა სინჯიკაშვილი, რომელმაც დღეს პოსტი გამოქვეყნა ბებოზე, რომელიც თავს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის მისაღებს აფარებდა თავს, მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბანკის თანამშრომლებმა მისაღებში გათბობა გამორთეს და კარი ღია დატოვეს, რომ მოხუცს იქ გათევა აღარ შეძლებოდა.

„საქართველოს ბანკის ფილიალში, თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მოხუცი ქალი ღამით სითბოში შედიოდა და იძინებდა. რაღაცა სასწაულით გუშინ ჯერ სითბო გამოირთო ვესტიბიულში. დღეს ნახეს, რომ ქალი მაინც მივიდა, რომ თოვლს მაინც მორიდებოდა. ამაზეც მოიფიქრეს გამოსავალი და სითბოს გამორთვის გარდა, ბოლომდე გაღებული დატოვეს კარი, ისე, რომ შიგნით გაჩერებას აზრი არ ჰქონდეს.
ამ რამდენიმე დღეში, მთელს ამ პროცესს ჩემი თვალით ვუყურე, თავის თანამშრომლებთან ყველა დიალოგით და ჩემთან აზრი არ აქვს იმ დებილობის თქმას, რომ რიგრიგობით გაფუჭდა ამ ორ დღეში ყველაფერი.
ბებო ამაღამაც თბილად დაიძინებს და ხვალ საერთოდ სასწაულ ამბავს ვუმზადებთ. მაგ საქციელს კი ვაბშე არასოდეს არაფერი არ ეშველება. ვერცერთი ფულით ვერ იყიდი ადამიანობას.
ამწამსაც ასეა, შავი ზღვის ქუჩის კვეთაზე. შეგიძლიათ თქვენც შეამოწმოთ. გულიმერევა ასეთ საქციელზე და ამაზე თვალის დახუჭვა, მაგაზე მეტი დანაშაულია.
feel the future“.

წყარო: წყარო: tia.ge
Cesko