აჩი მეფარიძეს იჭერენ?! – „ფანჯრის აწევას ვერ ვასწრებ და ჯერ მუშტს მირტყამს სახეში, შემდეგ სილას…“

0
3054
19 Views

12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, მომღერალი აჩიკო მეფარიძე ბრალდებულის სტატუსით წარდგება. პროკურატურა მომღერალს ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარას ედავება.

ზუსტად 9 თვე ელოდა გამოძიების დასრულებასა და სასამართლო სხდომის დანიშვნას დაზარალებული ლელა ჯუღელი. ძალადობის შესახებ საუბარი უჭირს, თუმცა, თვლის, რომ ძალადობაში ბრალდებულმა მომღერალმა პასუხი უნდა აგოს და 2022 წლის გაზაფხულზე მომხდარი ძალადობის ფაქტის შესახებ ბევრმა ადამიანმა უნდა გაიგოს.

სავარაუდო ძალადობის ფაქტი, რომელსაც პროკურატურა მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ედავება, 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33 ნომერში მოხდა.

დაზარალებული ლელა ჯუღელი დეტალურად იხსენებს მომხდარს და ამბობს:

„შვილის სახლთან, მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანის დაპარკინგებას ვცდილობდი, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, გარშემო უამრავი მანქანა იდგა, გაურკვევლობა იყო და შევფერხდი. უცებ დავინახე, მოწინააღმდეგე მხრიდან მოდის უზარმაზარი ჯიპი და მესმის როგორც მლანძღავს მძღოლი. კარგი ამინდი იყო, ფანჯარა ჩაწეული მქონდა და ვუპასუხე, შენ ვინ გეკითხება-მეთქი. საბოლოოდ, იმ ტერიტორიაზე მანქანა ვერ გავაჩერე და დაახლოებით 5-7 წუთში, იქვე, 50 მეტრის რადიუსში მოვახერხე მანქანის გაჩერება. ის იყო, მანქანიდან უნდა გადმოვსულიყავი, რომ უცებ მანქანასთან მოდის ამხელა კაცი და უშვერი სიტყვებით მიწყებს ლანძღვას და ფეხს ურტყამს მანქანას. ფანჯრის აწევას ვერ ვასწრებ და ჯერ მუშტს მირტყამს სახეში, შემდეგ სილას და გარბის. ეს ადამიანი ამედევნა და როგორც კი გავაჩერე მანქანა, მოვარდა, უშვერი სიტყვებით გამლანძღა და თან ფიზიკურად იძალადა“.

რადიო თავისუფლება

Cesko