“არ მოკლავდნენ ერთმანეთს, ვიღაცამ მოკლა…”- სოფელ გოდოგანში დაღუპული ცოლ-ქმარი იპოვეს: დეტალები

January 8, 20:14
0
943

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში დაღუპული ცოლ-ქმარი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. გასროლა მამაკაცის კუთვნილი სანადირო თოფიდან განხორციელდა.

ადგილობრივები აცხადებენ, ცოლ-ქმარს დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია და არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სხვა პირის მიერ იყოს ჩადენილი. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ძარცვის კვალი არ არის.

“პირველი მეზობლის ბიჭი მისულა. ჩემთან უნდა მოსულიყვნენ და რომ არ მოვიდნენო, თვითონ მისულა მათთან. გამოვაღე კარი და ვნახე, ერთი ერთ მხარეს დაგდებული, მეორე მეორე მხარესო, სანადირო თოფი იქვე დაგდებული ძირს, თავისივე (გარდაცვლილი მამაკაცის) თოფი. ჩვენ არაფერი გაგვიგია, არც თოფის… მე უფრო ვფიქრობ, რომ ვიღაცამ მოკლა, ისეთი ცოლ-ქმარი იყვნენ, გამოვრიცხავ (ერთმანეთი მოეკლათ). წასაღები ისეთი არაფერი ჰქონდათ და არც არაფერია წაღებული. არ ვიცი რა უნდა ვივარაუდო, თვითონ არ მოკლავდნენ ერთმანეთს, ვიღაცამ მოკლა…” – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: „რუსთავი 2“

Cesko