“ლავასოღლის” გადაწყვეტილება “არაქურდულად” სცნეს – დიდი გარჩევა კრიმინალურ სამყაროში (ვიდეო)

0
2741
22 Views

ქურდული გარჩევა ყალბი ოქროს მონეტებისთვის – „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, 2 კილოგრამი ყალბი ოქროს გამო დაწყბული საქმის გარჩევა ე.წ კანონიერი ქურდებისთვის ლავს ოღლისა და ჯეირან კინწურაშვილისთვის მძიმე შედგით დასრულდა.
“ქართული ოცნების” მეგობარი ქურდები არაქურდული გადაწყვტილების მიღებიაში არიან ბრალდებულები. შავი სამაყროს ე.წ. კანონების დარღვევაში ისინი გავლენინმა ავტორიტეტმა ზვიად პაპიაშვილმა, იგივე „ზვიად თბილისკიმ“ ამხილა.
ოქროს 500 მონეტის ამბავი თურქეთში დაიწყო და ლოტკინის ფერდზე, ქურუდლი გარჩევით დასრულდა. ირკვევა, რომ მერსინში, საქართვლოს ოთხმა მოქალაქემ – ამირან ჯაფარიძემ, გიორგი ნამგალაძემ, მერაბ გიორგაძემ და ვახტანგ აბშილავამ, ოქროს სირიელი ვაჭრისგან ძვირაფასი ლითონი იაფად იშოვეს და ეს ამბავი ბათუმელ ოქრომჭედელს ლევან აბულაძეს უთხრეს. ბაჯაღლოს სირიელი მოვაჭრე ისე იაფად ყიდდა, რომ ოქრომჭედელმა 500 მონატა შეუკვეთა.
102 ათასი დოლარი, ოქრომჭედელმა ბაჯაღლოში გადაიხადა, და მონეტებიც ბათუმში ჩამოვიდა, თუმცა როდესაც საქმეს შეუდგა, ოქროს დნობის და ნაკეთობების დამზადების დროს აღმოაჩინა, რომ ის, რაც თურქეთიდან ჩამოუტანეს არა ოქრო, არამედ სხვა ლითონი იყო. ლევან აბულაძემ ფულის უკან დაბრუნება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ამის შემდეგ ოქრომჭედელი, რომელიც თავს გადაგდებულად თვლიდა, პოლიციის ნაცვლად კავშრიზე ბათუმელ ქურდებთამ, მინდია ლავას ოღლისთან და და ჯეირან კინწურაშვილთან გავიდა. საქმის პირველი გარჩევა თურქეთის ქალაქ ხოფაში დაიგეგმა. საქართველოს საზღვართან ახლოს ჯერიან კინწურაშვილი და “ლავასოღლი” ერთად ჩავიდნენ.

ხოფაში დაპირისპირებულმა მხარეებმა სადავო ოქროს მონეტებიც ჩაიატანეს. .ე.წ. კანონიერმა ქურდებმა გარჩევის ბოლოს მონეტები დაიტოვეს, დავა კი ოქრომჭედლის სასარგებლოდ გადაწყვიტეს. მოწინააღმდეგე მხარეს „ლავასოღლის“ და „ჯეირანას“ ვერდიქტის მიხედვით თანხის უკნა დაბრუნება დააკისრეს.

ლავას ოღლის და ჯეირანას ვერდიქტი ამირან ჯაფარიძემ თბილისელ კანონიერ ქურდთან ზვიად პაპიაშვილთან იგივე “ზვიად თბილისკისთნ“ გაასაჩივრა. სანამ პაპიაშივლი გადაწყვეტუილებას გამოიტანდა, ლავას ოღლის დაჯგუფებამ ქურდილი სამართლის აღსრულება ჯაფარძის შანტაჟით, მუქარით და იძულებით გადაწყვიტა.

ე.წ. ქურდული გარჩევა ამ მოთხობვნით ქობულეთში ერთ ერთ- რესტორანშიც გაიმართა.
მოვლენები დრამატული სცენარით მას შემდეგ განვითარდა, რაც ორი ბათუმელი ქურდის გადაწყვეტილების გადასინჯვა “ზვიად თბილისკიმ” დაიწყო. შეხვედრაზე ორი კილო ოქროს გამო დაპირისპირებული მხარეები ლოტკინის ფერდზე მდებარე სახლში დაიბარეს, ლაითურის ქუჩაზე შეკრებილებს, სკაიპით ჩაერთო “ზვიად თბილისკი”. გარჩევას თბილისიდან და ბათუმიდან შავი სამყროს ტრადიციების მატარებელი ესწრებოდა. ოქრომჭედელი გაამტყუნეს ორივე მხარეს კი ქურუდულ სამყაროსთვის საქმის გარჩევის საფასურის 5 000 დოლარის გადახდა დააკსირეს.

ლაითურის ქუჩაზე ქურდული ვერდიქტის გამოცხადების დროს ე.წ. ძველ ბიჭებზე პოლიცია უკვე ოპერატიული თავლთვალს ახორციელბდა. შეხვდრის მონაწილეების დიდი ნაწილი სამართალდამცველებმა იმავე დღეს აიყვანეს. თუმცა გომალური უწყებას არ დაუკავებია ოქრომჭედელი, ადმაინი რომლის ინიციატივითაც ყალბი მონეტების საქმის გარჩევაში შავი სამყაროს წარმოამდგენლები ჩაერთნენ.

ოქროს გამო დაწყებულ ქურდულ გარჩევას ქუდული სამყაროს ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოჰყვა, 500 მონეტა, რომელიც ოქრო ეგონათ და სპილენძი აღმოჩნდა, ახლა ჯეირან ხონსკისთან ინახება.

წყარო: presa.cc

Cesko