წლის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი – რა გელით 2023 წელს “ჩინური კალენდრით”

0
1474
18 Views

“ჩინური კალენდრით 2023 წელი არის კურდღლის და ის შედარებით წარმატებული იქნება ვინც დაიბადა ღორის, ვირთხის და თავად კურდღლის წელს” – ეს არის წამყვანი ასტროლოგების პროგნოზი.

უფრო მეტის გასაგებად, განაგრძეთ კითხვა და გაიგეთ, რომელ წელს დაბადებულებს წყალობს კურდღელი უფრო მეტად.

 

ვირთხა

წლები: 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020

ვირთხის წელში დაბადებულებისთვის დამდეგი წელი საკმაოდ ბედნიერი იქნება. ბევრ სფეროში გაიხსნება ახალი შესაძლებლობები, რეალური გახდება პროფესიული ზრდა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. საქმიანობაში წარმატების მისაღწევად, საჭიროა რაიმე ახალი ისწავლოთ. ყველანაირი შანსები გექნებათ, რომ საკუთარი უანრები წარმოაჩინოთ. კურდღლის წელი თქვენთვის აქტუალური იქნება მატერიალური კუთხით. თქვენი შრომისმოყვარეობა და მონდომება, წელს აუცილებლად გამოიღებს შედეგს და შემოსავლებიც გაგეზრდებათ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას – შესაძლებელი იქნება არსებული ურთიერთობის სრული ჰარმონიზაცია, ხოლო პარტნიორის გარეშე მყოფები აუცილებლად შეხვდებიან ცხოვრების მეგზურს.

 

ხარი

წლები: 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021

ხარის წელში დაბადებულებისთვის, კურდღლის წელი უპიერველეს ყოველისა იქნება ცვლილებების მომტანი კარიერული კუთხით. შესაძლებელია, რომ დაგჭირდეთ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება, რომელზეც დამოკიდებული იქნება თქვენი მომავალი. წლის მეორე ნახევარი შედარებით ხელსაყრელია პროფესიული საქმიანობისთვის. თქვენი გულმოდგინების წყალობით და გარკვეული პრობლემების გადალახვის შემდეგ, აუცილებლად მიხვალთ მიზნებამდე და წარმატებასაც მიაღწევთ. ეს წელი მოგიტანთ ფინანსურ კეთილდღეობას და შეძლებთ მეტად თავდაჯერებული იყოთ, რითაც მოიზიდავთ ახალ ადამიანებს ცხოვრებაში. ეს წელი, ასევე კარგია ახალი რომანტიკული ნაცნობობისთვის და ურთიერთობის დაწყებისთვის.

 

ვეფხვი

წლები: 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010, 2022

ვეფხვის წელში დაბადებულებისთვის, კურდღლის წელი იქნება წარმატების მომტანი. ის ერთგვარი ტრამპლინი იქნება შემდგომი წინსვლისთვის. თუმცა, გამორიცხული არ არის გართულებებიც სამსახურსა და კარიერაში. მანამ, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, საჭიროა ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ. ამ წელს, მნიშვნელოვანია დაკავდეთ სტრატეგიული დაგეგმვით და გულდასმით მოამზადოთ ახალი პროექტები. მოგიწევთ მეტად იშრომოთ იმისათვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ. წლის ბოლოს, თქვენი იმცდელობა დაჯილდოვდება და წარმატებაც არ დააყოვნებს.

 

კატა (კურდღელი)

წლები: 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023

კურდღლის წელში დაბადებულთათვის ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ეს საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღების წელია. ეს არის განახლების წელი ცხოვრების ბევრ სფეროში. კარგი დროა იმის დასადგენად, თუ რა გიშლით ხელს განვითარებასა და წინსვლაში. ხელსაყრელი წელია ახალი ბიზნესის, პროექტების დასაწყებად და დიდი ხნის დაგეგმილი საკითხების განსახორციელებლად. რაც შეეხება ფინანსებს, ახლა მნიშვნელოვანია არ დაკარგოთ ის, რაც გაქვთ. დაუგეგმავი ხარჯები გამორიცხეთ! პირად ურთიერთობებს განახლება ელის. ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები მიიღებენ შანსს შეხვდნენ თავიანთ სიყვარულს.

 

დრაკონი

წლები: 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012

დრაკონის წელში დაბადებულთათვის ეს წელი შერეული ეფექტის ექნება – ბევრ სირთულეს შეხვდებით. თუმცა, საბოლოო ჯამში, შეძლებთ ყველა განსაცდელის გადალახვას მიზნების მისაღწევად, სიბრძნისა და მოთმინების გამოვლენით. მეგობრობა და თანამშრომლობა დაგეხმარებათ პრობლემები მოაგვაროთ ბიზნესში. ამ წელს სხვების დახმარების გარეშე ვერ მოახერხებთ წინსვლას. ამ პერიოდში შემოსავალი სტაბილური იქნება ან ოდნავ გაიზრდება, მაგრამ ხარჯებიც შესაძლოა გაიზარდოს. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით, თუმცა ისინი ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება.

 

გველი

წლები: 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013

გველის წელში დაბადებულთათვის ეს წელი ზოგადად პოზიტიური იქნება ცხოვრების ყველა სფეროში. თუმცა, გელით პრობლემებიც, რომელთა გადალახვაც შეგიძლიათ მოთმინების დახმარებით. ეს წელი მოითხოვს, რომ მეტი იფიქროთ და დაელოდოთ უკეთეს მომენტს მოქმედებისთვის. შესაძლოა თქვენს კარიერაში ყველაფერი არ იყოს ისე, როგორც გსურთ, მაგრამ შეგიძლიათ მიაღწიოთ კარგ შედეგებს და აღიარებას სიმშვიდის შენარჩუნებით და ხარისხიანი შესრულების დახმარებით. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ნუ გამოიჩენთ იმპულსურობას და მოუთმენლობას, რათა თავიდან აიცილოთ ჩხუბი საყვარელ ადამიანებთან.

 

ცხენი

წლები: 1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014

ცხენის წელში დაბადებულებისთვის ეს წელი არ იქნება მშვიდი. მაგრამ გარკვეული პოზიტიური გავლენა შეამსუბუქებს ნეგატივს და ხელს შეუწყობს პრობლემების წარმატებით გადაჭრას. მიუხედავად სამსახურში არსებული სირთულეებისა, მიაღწევთ იმ აღიარებას, რომელსაც იმსახურებთ დიდი მონდომებისა და შრომისმოყვარეობის გამო. წელს, არ არის გამორიცხული კოლეგებთან ურთიერთობის დაძაბვა. ასევე ფრთხილად იყავით ფინანსებთან, იზრუნეთ თქვენი საბანკო ანგარიშების და საფულეს უსაფრთხოებაზე.

თხა (ცხვარი)

წლები: 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015

თხის წელში დაბადებულთათვის ეს წელი ზოგადად ძალიან ხელსაყრელი იქნება. ეს წელი თქვენი ცხოვრების ყველა სფეროს სტაბილურობას მოუტანს. კარიერაში ყველაფერი დადებითად განვითარდება, მხარს დაგიჭერენ ხელმძღვანელობი, პატრონები, გავლენიანი ადამიანები. წელს ბევრ ახალ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტი ან ახალი ბიზნესი. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებმა უნდა იაქტიურონ პოტენციურ პარტნიორებთან.

მაიმუნი

წლები: 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016

მაიმუნის წელს დაბადებულებისთვის ახალი წელი შეიძლება საკმაოდ დაძაბული იყოს. თუმცა, არის პოზიტიური მომენტებიც, რაც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს. სამსახურში ბევრი საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ. შეეცადეთ ზედმეტი ემოციურობა არ გამოხატოთ ურთიერთობის დროს, განსაკუთრებით კოლეგებთან, რათა თავი აარიდოთ კამათს და კონფლიქტს. საჭიროა ძველ შეცდომებზე დაფიქრდეთ და კარგად გააანალიზოთ ისინი, რომ იგივე არ გაიმეოროთ. ამგვარად, შეძლებთ იაროთ წინ და უკეთეს შედეგს მიაღწიოთ. რაც შეეხება ფინანსებს, ეს წელი საშუალებას მოგცემთ ამ მხრივ სტაბილურობა შეინარჩუნოთ, თუმცა, დაზოგვა არცერთ შემთხვევაში არ გაწყენთ.

 

მამალი

წლები: 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017

მამლის წელში დაბადებულთათვის ეს წელი შეიძლება იყოს კონტრასტული, რომელიც მოიტანს მოგებას ერთ სფეროში, მაგრამ დანაკარგებს მეორეში. შესაძლოა, წელს სამსახურსა და კარიერაში სირთულეები და დაბრკოლებები შეგექმნათ – სამსახური დაკარგოთ, ან შემოსავალი შემცირდეს. თუმცა, სიყვარულისა და ურთიერთობებისთვის, ეს წელი წარმატებული იქნება. იყავით მეტად მომთმენი სამსახურში. მეგობრები და თანამოაზრეები დაგეხმარებიან საქმიანი საკითხების მოგვარებაში.

 

ძაღლი

წლები: 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018

ძაღლის წელში დაბადებულთათვის ეს წელი არაერთგვაროვანი იქნება. წელს საკმაოდ ბევრი დადებითი ტენდენცია გამოვლინდება. მაგრამ მოდუნებას მაინც ვერ შეძლებთ. სამსახურში ძალიან პროდუქტიული და აქტიური იქნებით, რაც ღირსეულ ჯილდოს მოგიტანთ. იყავით მშვიდი და უკონფლიქტო თანამშრომლებთან, რათა შეძლოთ თავიდან აიცილოთ ჩხუბი და ზედმეტი სტრესი. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს, ფრთხილად იყავით ინვესტიციების დროს და არ ჩაერთოთ საეჭვო პროექტებში. პირად ცხოვრებაში წელს ყველაფერი პოზიტიურად წარიმართება. ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ელით ახალი ნაცნობობა და სასიამოვნო რომანი.

 

ღორი (ტახი)

წლები: 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019

ღორის წელში დაბადებულთათვის ეს წელი წარმატებული და ხელსაყრელი იქნება ცხოვრების ყველა სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ არ გაუშვათ ხელიდან ახალი შესაძლებლობები. კარიერაში და სამსახურში ყველაფერი პოზიტიურად განვითარდება. სამსახურში სანდო ურთიერთობები ჩამოყალიბდება და ხელსაყრელი ატმოსფერო შეიქმნება. მთლიანობაში, დადებითი ცვლილებები გამოიწვევს თქვენი შემოსავლის ზრდას. სიყვარულში წელს ყველა სხვა ნიშანზე მეტად იღბლიანი იქნებით. ნიშნის იმ წარმომადგენლებს, ვისაც მეწყვილე არ ჰყავთ, ექნებათ შანსი შეხვდნენ სასურველ პარტნიორს. ერთადერთი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, არის ჯანმრთელობა.

Cesko